შალვა პაპუაშვილი - არცერთი NGO არ გამოსარჩლებია ჩვენს მოსამართლეებს და არ უკითხავს, თუ რა მტკიცებულებები დგას მოსამართლეების სანქცირების უკან

ჩვენ ვაპირებთ დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, რომ როდესაც არის უსამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს უპირველეს ყოვლისა აზიანებს მათ რეპუტაციას, ვინც ამ უსამართლო სანქციებს აწესებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არცერთი „ენჯეო“ არ გამოსარჩლებია მოსამართლეებს და არ უკითხავთ, თუ რა მტკიცებულებები დგას მოსამართლეების სანქცირების უკან, რადგან ეს „ენჯეოები“ ფინანსდებიან იმ წყაროებიდან, რომლიდანაც ეს სანქციები მოდის.

„კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა - არცერთი „ენჯეო“, ამ ქვეყანაში უფლებების დაცვაზე რომ თავი მოაქვთ, არ გამოსარჩლებია ჩვენს მოსამართლეებს. ყველგან მტკიცებულებებსა და ჩანაწერებს რომ ითხოვენ, ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით, ერთმა „ენეჯეომ“ იკითხა მაინც, რა მტკიცებულებები დგას ამის მოსამართლეების სანქცირების უკან? იცით რატომ არ არის რეაგირება? იმიტომ, რომ ეს „ენჯეოები“ ფინანსდებიან იმ წყაროებიდან, რომლიდანაც ეს სანქციები მოდის და, რა თქმა უნდა, საკუთარი დამფინანსებლის წინააღმდეგ ხმის ამომღებები არ არიან. ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ზოგიერთი ამ „ენჯეოს“ სახით, გვყავს არა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, არამედ დონორების წარმომადგენლები, რომლებიც ხმას არ იღებენ, როდესაც საქმე ეხება მათ დონორს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლაშა ტუღუში - ის საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ახლა ჩვენი ხელისუფლება ატარებს, მრავალვექტორული კი არა, ანტიბალანსის პოლიტიკაა, ევროკავშირთან არა ინტეგრაციის, არამედ, დეზინტეგრაციის პოლიტიკას ვატარებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ