შალვა პაპუაშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების მიზანია, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში განსაკუთრებით შენარჩუნდეს კავშირი რეგიონში მცხოვრებ ამომრჩეველთან

პარტიების გაძლიერებისთვისაც მნიშვნელოვანია, არამხოლოდ დედაქალაქში, ოფისში შეკეტილი პარტია იყოს, რომელიც 2-3 ტელევიზიაში მივა, რაღაც პატარა რეიტინგს დაიწერს და მიიღებს 1-2 მანდატს, არამედ იყოს პარტია, რომელიც თავის ამომრჩევლებს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების“ მიერ “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვით, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.

როგორც პაპუაშვილმა განმარტა, დაგეგმილი ცვლილებების მიზანია პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში განსაკუთრებით შენარჩუნდეს კავშირი რეგიონში მცხოვრებ ამომრჩეველთან.

„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ, სადაც მაჟორიტარული წარმომადგენლობა პარლამენტში არ იქნება. როდესაც რეგიონში ამომრჩევლებთან გვაქვს ურთიერთობა, ნათელია, რა როლი აქვს მაჟორიტარ დეპუტატს იქ მყოფი ამომრჩევლისთვის. ეს არის ხიდი პარლამენტსა და ამომრჩეველს შორის, ამიტომ მეც ვფიქრობდი დიდი ხანი, როგორ შეიძლება პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში განსაკუთრებით შეინარჩუნოს კავშირი ამომრჩეველთან რეგიონში, რათა ჰქონდეს პარლამენტს კავშირი ამომრჩეველთან. არის პოლიტიკური კავშირი, რომელიც უნდა არსებობდეს პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებსა და მათ ამომრჩევლებს შორის. კვლევის საბოლოო შედეგის მიხედვით, ეს არის საკითხი, რომელიც პარტიებმა თავად უნდა დააორგანიზონ და უზრუნველყონ იმით, რომ ამომრჩეველს მისცენ საშუალება ამ სიაში დაინახონ, თუ ვინ არის მისი უშუალო წარმომადგენელი.

ეს არის პარტიებისთვის შესაძლებლობა, როდესაც ისინი გავლენ არჩევნების დროს რეგიონებში, უთხრან ამომრჩევლებს, თუ გვეყოლება წარმომადგენლობა პარლამენტში, უშუალოდ თქვენი ხმა პარტიაში ეს ადამიანი იქნება.

ეს არის ის მოდელი, რომელიც ყველაზე ადეკვატურია. ეს პარტიების განსახორციელებელი საკითხია. პარტიების გაძლიერებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ იყოს არამხოლოდ დედაქალაქში, ოფისში შეკეტილი პარტია, რომელიც 2-3 ტელევიზიაში მივა და ამით რაღაც პატარა რეიტინგს დაიწერს და მიიღებს 1-2 მანდატს, არამედ იყოს პარტია, რომელიც თავის ამომრჩევლებს წარმოადგენს.

ეს არ იყოს კლუბი, სალონური, რომელიც თბილისში, ცენტრში ოფისში არის და მედიით და სოცმედიით აქვს კონტაქტი მხოლოდ ამომრჩეველთან, არამედ იყოს პარტია ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით, ხალხის წარმომადგენელი იყო, მთლიანად ამომრჩევლის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში