შალვა პაპუაშვილი - ვაპირებთ, დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, რომ როდესაც არის უსამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, პირველ ყოვლისა, ეს აზიანებს მათ რეპუტაციას, ვინც ამ უსამართლო სანქციებს აწესებს

ვაპირებთ, დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, რომ როდესაც არის უსამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, პირველ ყოვლისა, ეს აზიანებს მათ რეპუტაციას, ვინც ამ უსამართლო სანქციებს აწესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან შენი ქვეყნის მოსამართლეები სანქცირდებიან ორი აზრი არ არსებობს, რომ პარტნიორ მხარეს მტკიცების განსაკუთრებული ტვირთი აქვს.

,,ვაპირებთ, დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, როდესაც არის უსამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, პირველ ყოვლისა, ეს აზიანებს მათ რეპუტაციას, ვინც უსამართლო სანქციას აწესებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს გარკვეული. ანაბანაზე ვსაუბრობთ. რაღაც მომენტში სირცხვილიც კი არის ამაზე საუბარი. რაზე ვსაუბრობთ, ბრალის გამჭვირვალობაზე, ბრალის მტკიცებულებებზე, ვსაუბრობთ ელემენტარულ საკითხებზე. თავი რომ დავანებოთ იმას, რამხელა დონის თემაა, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან შენი ქვეყნის მოსამართლეები სანქცირდებიან. ორი აზრი არ არსებობს, რომ პარტნიორ მხარეს მტკიცების განსაკუთრებული ტვირთი აქვს და განსაკუთრებული სენსიტიურობა უნდა გამოიჩინოს ამ საკითხის მიმართ,’’ - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სისხლის სამართალშიც და ადამიანურ ურთიერთობებშიც არსებობს მარტივი პრინციპი, ვინც აყენებს ბრალს, მის მხარეს არის მტკიცების ტვირთიც.

"ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში, სტრასბურგმა დაადასტურა, რომ ისიც სანქცირებულია საელჩოს მხრიდან. ვიცით, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებულია საელჩოს მიერ, თავადაც თქვეს და ჩახსნეს პროგრამებიდან. დავიწყოთ ამ ნაბიჯიდან და თუკი კეთილსინდისიერად უდგებიან ამ გადაწყვეტილებას, ამ სანქციის მოხსნის გადაწყვეტილება ვნახოთ.

რაც შეეხება სხვა სანქციებს, მაშინაც მქონდა მაშინდელ ელჩთან შეხვედრა და ვკითხე, ვთხოვე, მოეწოდებინა, რა მასალები არსებობს ამასთან დაკავშირებით. მისი პასუხი იყო, გავეცნო ჟურნალ-გაზეთებს. ეს სერიოზული არ არის. სისხლის სამართალშიც და ადამიანურ ურთიერთობებშიც არსებობს მარტივი პრინციპი, ვინც აყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს და არა იმან, ვისაც უყენებენ ბრალს. ადამიანურ ურთიერთობებშიც ასეა. თქვენ თუ ვიღაც რაღაცას გაბრალებთ, მან უნდა ამტკიცოს. როდესაც მე ვიკითხე, რა იყო ამის მტკიცებულება, იყო მითითება ჟურნალ-გაზეთებზე, არ ვიცი ახლა, ჟურნალ-გაზეთებზე დაყრდნობით რა გადაწყვეტილება მიიღება,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა