საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, შინმოვლის მომსახურების განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით, შინმოვლის მომსახურების განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვარი ავრცელებს.

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მუნიციპალური და დონორული თანადაფინანსებით წლებია ახორციელებს შინმოვლის პროგრამას რამდენიმე მუნიციპალიტეტში. როგორც გამოცდილი სერვისის მიმწოდებელი, საქართველოს წითელი ჯვარი აქტიურად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჩართული შინმოვლის მომსახურებით უზრუნველყოფის პილოტური ქვეპროგრამის დანერგვასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 13 მარტს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა შინმოვლის მომსახურების განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.

დაინტერესებულმა მხარეებმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად შინმოვლის სახელმწიფო პროგრამის ირგვლივ არსებულ აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს“, - აღნიშნულია „წითელი ჯვრის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს