შალვა პაპუაშვილი - ჩვენმა ფეხბურთელებმა თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენს თვალწინ ისტორია დაწერეს

ჩვენ მასშტაბური მოვლენის მომსწრე და მონაწილე გავხდით. ისტორია ჩვენს თვალწინ თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას.

მან ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ ფეხბურთს, თავისი მდიდარი ტრადიციებითა და მემკვიდრეობით გამორჩეული ადგილი უკავია ჩვენს საზოგადოებაში.

„ათწლეულობის განმავლობაში საქართველოს თავისუფლების ჟინს ჩვენი ხალხი ფეხბურთის გულშემატკივრობით იკლავდა და ოცნებობდა დღეზე, როდესაც ქართული დროშა საერთაშორისო საფეხბურთო ასპარეზზე ამაყად აღიმართებოდა.

დამოუკიდებლობის აღდგენიდან სამ ათწლეულზე მეტია ველოდებით იმ დღეს, როდესაც საქართველო ევროპის საუკეთესო გუნდებს შორის თანასწორ ადგილს დაიკავებდა და ეს დღეც დადგა.

არის მოვლენები, რომლებიც ქმნიან ისტორიას, ისტორიას რომლებიც წლების ქარტეხილებს უძლებს, ისტორიას, რომელიც ქმნის ერის ერთობასა და იდენტობას. ჩვენს სწორად ასეთი მასშტაბური მოვლენის მომსწრე და მონაწილენი გავხდით. ისტორია ჩვენს თვალწინ თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს. ჩვენ გმირ ფეხბურთელებთან ერთად ამ გამარჯვებას ჰყავდა მოედნის მიღმა გმირები - სამწვრთნელო შტაბი, ტექნიკური პერსონალი, ფეხბურთის ფედერაცია, ფეხბურთელების ოჯახის წევრები და რა თქმა უნდა, ქართველი ქომაგები, რომლებმაც ყველაზე მეტად დაიმსახურეს სიხარულის ეს მომენტი.

მეათე მოწვევის პარლამენტი ამ მოვლენას განსაკუთრებული ემოციის ვხვდებით, ვინაიდან ჩვენ შორის არიან ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელები - მიხეილ ყაველაშვილი და ლევან კობიაშვილი, რომლებიც აშენებდნენ ამ გამარჯვების ფუნდამენტს და ამავე დროს ჩვენს შორისაა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. მინდა მისი სახით პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან მივესალმოთ და მადლობა გადავუხადოთ ჩვენს დიდ საფეხბურთო ოჯახს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში