ეკა ხერხეულიძე - ირჩეოდა საკითხი, უნდა იყოს თუ არა პარლამენტში, თუნდაც თვითნებურად, შეუთანხმებლად, ზვიად გამსახურდიას ფოტო - ბატონებო, უნდა იყოს!

ირჩეოდა საკითხი, უნდა იყოს თუ არა საქართველოს პარლამენტში, თუნდაც თვითნებურად, შეუთანხმებლად, ზვიად გამსახურდიას ფოტო. ბატონებო, უნდა იყოს! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დეპუტატების როსტომ და ნატო ჩხეიძეების მიერ სასესიო დარბაზთან არსებულ კედელზე ზვიად გამსახურდიას სურათის ჩამოკიდებას.

ეკა ხერხეულიძის თქმით, ზვიად გამსახურდია საქართველოს ეროვნული გმირია.

„რაღაც უცნაური გამოწვევა მივიღეთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან, ირჩეოდა საკითხი, უნდა იყოს თუ არა საქართველოს პარლამენტში, თუნდაც თვითნებურად, შეუთანხმებლად, ზვიად გამსახურდიას ფოტო. ბატონებო, უნდა იყოს და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამას გააკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ, სოლიდარობას უნდა იმსახურებდეს თქვენგან იმიტომ, რომ ეს არ არის თვითგამოცხადებული სიმპათია ვინმეს მიმართა. ზვიად გამსახურდია გახლავთ საქართველოს ეროვნული გმირი. მისი ფოტო, დიახ, როგორც ბრძანა პარლამენტის თავმჯდომარემ, თითქმის ყველა შუშაბანდშია ისევე, როგორც დარბაზებში და ეს არ უნდა გაწუხებდეთ. ის გახლავთ ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლე. ამიტომ ამაზე კამათი, ვფიქრობ რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გადააჭარბა და ვფიქრობ, დამეთანხმება ამ საკითხთან მიმართებაში, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება გამოვიყენოთ ისეთი სიტყვები, რომელიც ქალბატონი ნატოს (ჩხეიძის) მიმართ ითქვა“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ეკა ხერხეულიძეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა , გიორგი კახიანმა უპასუხა.

„ქალბატონო ეკა, ყველაფერს თავისი წესი აქვს. ინდივიდუალურად პარლამენტის წევრებმა რომ გადავწყვიტოთ, სად, რა გამოვაკრათ ეს უფრო პოპულიზმს ემსგავსება, ვიდრე ინსტიტუციის პატივისცემას. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ასეთ საკითხებზე გავითვალისწინოთ ის, რომ პარლამენტს თავისი წესები აქვს და შესაბამისი წესების მიხედვით ვიმოქმედოთ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, დეპუტატებმა ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სურათი სასესიო დარბაზთან არსებულ კედელზე ჩამოკიდეს.როგორც ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, 2 დღის წინ, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე იყო და ხელისუფლებამ მას სახელმწიფოებრივ დონეზე პატივი არ მიაგო.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია