მამუკა მდინარაძე - ვიდრე „ვეტინგზე“ თითს დაგვიქნევენ, მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას, რომელიც ამ კაცმა გააუბედურა - გადმოგვცენ და მერე ვილაპარაკოთ, რა დავხუროთ და რა არა

სანამ „ვეტინგზე“ თითს დაგვიქნევენ, მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას, რომელიც ამ კაცმა გააუბედურა - გადმოგვცენ და მერე ვილაპარაკოთ, რა დავხუროთ და რა არა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ზურაბ ადეიშვილის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას რეაქცია ექნება.

„ვეტინგებს და სხვა თემებს რომ ჩაგვჩიჩინებენ, ჩვენ, რომ ვხურავთ და ისინი არ გვახურვინებენ და გვეუბნებიან არ დახუროთო და თითს რომ გვიქნევენ, ვინც არ უნდა იყოს, ჯერ მიხედონ ადეიშვილს, უსასტიკეს დამნაშავეს, სისხლიან დამნაშავეს, მწამებელს და ადამიანების გაუპატიურების შემკვეთ დამნაშავეს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება დღეს ევროპის ქუჩებში. მას მიხედონ და ობიექტურობაზე მერე ვილაპარაკოთ. ამაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი რეაქციები გვექნება. უკვე მართლა ბოლო წვეთები გადმოდის იმ ფიალიდან, რომლის ატანაც არ შეიძლება, წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება, შენ გეუბნებოდეს ვიღაც, იცი რა, რომ ვეტინგს, რომელსაც ზურაბ ადეიშვილი ახორციელებს სადღაც უკრაინასა თუ სხვა ქვეყანაში, უნდა დაეთანხმო და ამ დროს, პირდაპირი გაგებით სისხლისმსმელი ეს ადამიანი თავისუფლად გადაადგილდება ევროპის ქუჩებში. სანამ ვეტინგზე თითს დაგვიქნევენ, რომ იცი რა, ამ ვეტინგზე არ გაბედო და არ დახურო თემა, მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას, რომელიც ამ კაცმა გააუბედურა. გადმოგვცენ და მერე ვილაპარაკოთ რა დავხუროთ და რა არა. არ შეიძლება მართლა ასეთი დამოკიდებულება“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს