ზაზა ვაშაყმაძე იტალიის ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ დღეს იტალიის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ მასიმილიანო დ'ანტუონოს უმასპინძლა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს საქართველოში რეგისტრირებული კონფესიებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის პრაქტიკა გააცნო.

„ამასთან, გააცნო რელიგიური ტოლერანტობის ტრადიცია, ისაუბრა ქართული ისლამის უნიკალურ მოდელსა და ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობაზე და შეეხო რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებს. თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების, მათ შორის, რელიგიური უფლებების დარღვევებზე.

ელჩმა მასიმილიანო დ'ანტუონომ მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს ინფორმაციის მიწოდებისათვის, დაინტერესდა სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტებით და აღნიშნა, რომ დასაფასებელია სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა.

შეხვედრის დასასრულს, სტუმარს ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს პუბლიკაციები - ინტერრელიგიური კალენდარი, „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“, „რელიგიები საქართველოში“ და „რწმენა თავისუფლების აქტია“ გადასცა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს