მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციას - რატომ არის უცხოელობა ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ვინმეს უფლებას აძლევს ქართველ მოსამართლეს კეთილსინდისიერება დაუწუნოს?

რატომ არის უცხოელობა ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ვინმეს უფლებას აძლევს ქართველ მოსამართლეს კეთილსინდისიერება დაუწუნოს? - ასე მიმართა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.

მისი თქმით, ოპოზიცია ნოყიერ ნიადაგს უქმნის ყველაფერს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევისკენ არის მიმართული.

„კეთილსინდისიერების აუცილებლობაზე არავინ დავობს და ყველა ველოდებით, რომ მოსამართლე უნდა იყოს კეთილსინდისიერი! როდესაც უცხოელი ექსპერტების ჩართვით, სუვერენული სახელმწიფოს მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმებას ითხოვთ, მიჩნდება ასეთი კითხვები, რატომ არის უცხოელობა ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ვინმეს უფლებას აძლევს ქართველ მოსამართლეს დაუწუნოს კეთილსინდისიერება? რომელი ევროპული სტანდარტით და წესით ხდება უცხოელი ექსპერტების შერჩევა, რომლებსაც აქვთ კეთილსინდისიერების ის ხარისხი, რომ სხვა სუვერენული ქვეყნის მოსამართლის კეთილსინდისიერება შეამოწმონ? რით განსხვავდება ქართული სასამართლოს წინაშე მდგარი გამოწვევები ევროპის რომელიმე ქვეყნის სასამართლოს წინაშე მდგარი გამოწვევებისგან, იმისათვის რომ ასეთი ექსპერიმენტული მიდგომების გამოყენებას ითხოვთ, რაც ფაქტობრივად სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუქმებას და გაურკვეველი კრიტერიუმებით და წესებით მოვლენილი, უცხოელი ექსპერტებისათვის გადაბარებას ნიშნავს?“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ორი კვირის წინ ყველამ კარგად ნახა, რომ ოპოზიციის 4 წარმომადგენელს შორის, არც ერთს აღმოაჩნდა ნება, ხელი მოეწერა საქართველოს ინტერესების დამცველი რეზოლუციისთვის.

„ეს იყო ზუსტი პასუხი კითხვაზე, სინამდვილეში, როგორ გადარდებთ საქართველოს ევროპული მომავალი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო