გიორგი ვაშაძე - რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ასეთი მძიმე ეკონომიკური ფონი არ ყოფილიყო ქვეყანაში? - 600 ლარად დასაქმებული ადამიანი ვერ ჩაითვლება რეალურ დასაქმებულად

მინდა უმრავლესობის წევრებს დავუსვა კითხვა - თქვენ, რომ 600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თავს დასაქმებულად ჩათვლიდით? თქვენ 600 ლარით შეძლებდით თქვენი ოჯახის შენახვას?“ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ვისი ხელფასიც 600 ლარამდეა, რეალურად უმუშევრად ითვლება, რადგან გაზრდილი ფასების ფონზე, აღნიშნული თანხით ცხოვრება უჭირს.

„დღეს, საქართველოში 150 ათასზე მეტ ადამიანს 600 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი. დღეს, საქართველოში უმუშევარია 261 ათასი ადამიანი. გაზრდილი ფასების პირობებში, ფაქტობრივად, დაბალი ხელფასი უმუშევრობის ტოლფასია, რადგან ვერაფერს ყიდულობს ადამიანი. სწორედ ამიტომ არის, რომ 800 ათასი ჩვენი თანამემამულე, თქვენი მმართველობის პირობებში, ქვეყნიდან გავიდა. მე კითხვას გისვამთ - რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ასეთი მძიმე ეკონომიკური ფონი არ ყოფილიყო ქვეყანაში? რა კანონები მიიღო პარლამენტმა იმისთვის, რომ ინვესტიციები შემოსულიყო? მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნილიყო? ეს არის შეკითხვები, რომლებიც საზოგადოებას აქვს. უმრავლესობის წევრებს მინდა მივმართო, რომ გასცენ იმ კითხვებს პასუხი, რომლებსაც ხალხი გისვამთ. უამრავ წერილს ვიღებ და დარწმუნებული ვარ, თქვენც იღებთ წერილებს, სადაც ხალხი გწერთ, რომ გაუსაძლისია ქვეყანაში ცხოვრება, არაფერში არ ყოფნით ხელფასი, რომელიც აქვთ და 600 ლარად დასაქმებული ადამიანი ვერ ჩაითვლება რეალურ დასაქმებულად“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის