თაკო ჩარკვიანი - რაც უფრო ნაკლები ხატიას ტიპის ადამიანს დაიბრუნებს უკან განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი იქნება მათთვის

რაც უფრო ნაკლები ხატიას ტიპის ადამიანს დაიბრუნებს უკან განახლებული „ნაციონალური მოძრაობა", მით უკეთესი იქნება მათთვის, - ამის შესახებ „კანონის და სამართლის“ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრუნდება.

როგორც ჩარკვიანი განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, დაიბრუნებს თუ არა დეკანოიძეს გუნდში.

„მათი საქმეა დაიბრუნებენ თუ არა, მაგრამ ჩემი პოზიციით, ჩემი დამოკიდებულებით, რაც უფრო ნაკლები პოლიციის აკადემიის ყოფილი უფროსი ეყოლება ამ ახალ გუნდს მით უკეთესია მათთვის. მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, მართლაც ახალი გუნდია - ირაკლი ფავლენიშვილი, იგორ ნარმანია, თათია ნიკოლაშვილი, სოფო ჯაფარიძე, ლაშა ფარულავა, თვითონ ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე. რაც უფრო ნაკლები ეყოლებათ ხატიას ტიპის ადამიანი, მით უკეთესი. მას კი არაფერი დაუშავებია, ჩემთვის და ჩვენნაირებისთვის დაუშავებია ხმას რომ არ იღებდა და დღეს რომ გამოდის და ლაპარაკობს, რომ თურმე, დარღვევები იყო მაშინ. ამიტომ რაც უფრო ნაკლებ ტიპებს დაიბრუნებს უკან განახლებული "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ნამდვილად განახლებულია, მით უკეთესი იქნება მათთვის, მაგრამ დანარჩენი მათი საქმეა”, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს