დიდმა ბრიტანეთმა ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა

დიდმა ბრიტანეთმა ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ისრაელს ვთხოვთ, რომ სასწრაფოდ გამოიძიოს რა მოხდა, რადგან კითხვები არსებობს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა.

რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ღაზაში მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ.

„მათ უფლება უნდა მიეცეთ, რომ ეს სამუშაო შეუფერხებლად შეასრულონ. ისრაელის მოვალეობაა დარწმუნდეს, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

რიში სუნაკის მსგავსად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ისრაელმა მომხდარი დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს.

შეგახსენებთ, ჰუმანიტარული ორგანიზაციის, World Central Kitchen-ის ინფორმაციით, ღაზაში ისრაელის სარაკეტო დარტყმას ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ავსტრალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, კანადისა და პალესტინის მოქალაქეები არიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის