ირაკლი პეტრიაშვილი - საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად კანონის გარეშე გადავჭრათ გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველოში ქალები დგანან

დღევანდელ რეალობაში უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად კანონის გარეშე გადავჭრათ გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველოში ქალები დგანან და ასეთი პრობლემა სამწუხაროდ არაერთია , - ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, ქალების პოზიციებს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში მათ ჩართულობას კიდევ უფრო შეასუსტებს.

„ქალები ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტს და უდიდეს ძალას წარმოადგენენ. ბუნებრივია, რომ წარმომადგენლობაც შესაბამისი სჭირდებათ, იქნება ეს პოლიტიკა თუ სხვა, სადაც, ეს მექანიზმი მოქმედებს. დღევანდელ რეალობაში უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად კანონის გარეშე გადავჭრათ გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველოში ქალები დგანან და ასეთი პრობლემა სამწუხაროდ არაერთია.

მაგალითად, ქალების წარმომადგენლობა გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე ისევ დაბალია. გენდერული სახელფასო სხვაობა 32 პროცენტამდეა. დედებს აქვთ განცდა, რომ გოგო შვილებს მეტ გამოწვევასთან გამკლავება მოუწევთ ცხოვრებაში, ვიდრე ბიჭებს. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რამაც შესაძლოა, არაერთ სხვა უფრო მასშტაბურ პრობლემებამდე მიგვიყვანოს, მაგალითად, გაზრდილ სელექციურ შობადობამდე, ფემიციდამდე და ა.შ.

ისევე როგორც ბავშვს, რომელსაც სიცხე აქვს და არ უნდა წამლის დალევა, უნდა დააძალო, რომ გამოჯანმრთელდეს, ჩვენც გვჭირდება გარკვეული მექანიზმები, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ საზოგადოებად, სადაც ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობა აღარ იარსებებს, თანაბრად გვეყოლება წარმოდგენილი ორივე სქესი ერთსა და იგივე პოზიციებზე, ცხოვრება ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობებით იქნება სავსე. სწორედ ამიტომ არის საჭირო გენდერული კვოტირება.

რაღაც დროის შემდეგ, შესაძლოა, აღარც დაგვჭირდეს კანონი, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენ არ ვართ მზად იმისთვის, რომ რეგულაციების გარეშე გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს. საქართველოს პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი კი, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, კიდევ უფრო შეასუსტებს ქალების პოზიციებს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში მათ ჩართულობას“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის