ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის, ებრაელთა კავშირის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, სახარების რწმენის, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიების წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სათათბირომ განიხილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა ინიციატივა, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტიდან გამომდინარე, ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე.

„სასულიერო ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი რელიგიური მრწამსისთვის ოჯახი არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობა, ოჯახს მათ ღირებულებათა სისტემაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, ხოლო საკუთარი შეხედულებების საფუძვლად ისინი მიიჩნევენ რელიგიური სწავლებას. მათი აზრით, საჭიროა, მომავალ თაობას ჩამოუყალიბონ ღირებულებათა მყარი სისტემა.

სათათბიროს წევრებმა განაცხადეს, რომ მისასალმებელია მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, თუმცა აუცილებელია, გაეცნონ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტს, რომ ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება არა ემოციური, არამედ შედეგზე ორიენტირებული იყოს. მათ წინადადებით მიმართეს რელიგიის სააგენტოს, უზრუნველყოს კანონპროექტის მიწოდება ინტერრელიგიური სათათბიროსთვის, რათა მოხდეს მისი საფუძვლიანი განხილვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში