ირაკლი გიორგობიანი - წალენჯიხაში გახსნილი აუტიზმის ცენტრი უნდა იყოს მაგალითი სხვა რეგიონებისთვისაც და სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ხელი

წალენჯიხაში გახსნილი აუტიზმის ცენტრი უნდა იყოს მაგალითი სხვა რეგიონებისთვისაც და სახელმწიფომაც უნდა შეუწყოს ამ ყველაფერს ხელი, რადგან რაც უფრო მეტი ასეთი ცენტრი გაიხსნება, მითუმეტეს მუნიციპალური დაფინანსებით და სახელმწიფო იზრუნებს ბავშვებზე, მით მეტ გამოჯანმრთელებულ ბავშვს მივიღებთ შემდგომ წლებში , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი გიორგობიანმა განაცხადა.

ირაკლი გიორგობიანი მიმართავს ჯანდაცვის მინისტრს, რომ ყურადღება მიაქციოს ასეთი ცენტრების დაფინანსებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად ასეთი ცენტრების არსებობა ზოგადად ქვეყანაში, რადგანაც დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში დაახლოებით 2 500 ბავშვი არის ექვს წლამდე ამ გართულებით, რომელიც დიაგნოსტირებულია. საერთოდ დიაგნოსტირების პრობლემა არსებობს ქვეყანაში და რაც უფრო მეტი გაიხსნება ასეთი ცენტრები და მითუმეტეს მუნიციპალური დაფინანსებით, ბიუჯეტური დაფინანსებით სახელმწიფო იზრუნებს ამ ბავშვებზე, მით მეტ გამოჯანმრთელებულ ბავშვს მივიღებთ შემდგომ წლებში. მთლიანობაში და მსოფლიოში სტატისტიკა არის ძალიან მზარდი, მაგალითად, როდესაც აშშ-ში სამოციან წლებში დაახლოებით 0,25 პროცენტი იყო მოსახლეობის, დღეს ერთ პროცენტს გადასცილდა უკვე მონაცემები. სახელმწიფო მნიშვნელოვნად ჩართული უნდა იყოს ასეთი ცენტრების მშენებლობაში და მინდა ახალ ჯანდაცვის მინისტრს ვთხოვო ახალი ინიციატივით შემოვიდეს და ყურადღება მიაქციოს ასეთი ცენტრების დაფინანსებას. წალენჯიხაში 15 პაციენტია, რომელიც მიიღებს სამედიცინო მომსახურებას და გაივლის რეაბილიტაციას ,რომლებიც ზუგდიდში დადიოდნენ, ახლა კი მათ ადგილზე მოემსახურებიან“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს