პეტრე ცისკარიშვილი - წალენჯიხაში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაკეთებული აუტიზმის ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა, რადგან მერია ზრუნავს ხალხზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აუტიზმის დღესთან დაკავშირებით, ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრი გახსნეს.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ვანო ბურდული, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თემურ ჯანაშია, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი გიორგობიანი და ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია ესწრებოდნენ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ცენტრის გასახსნელად წალენჯიხის მერიის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო და ამ დროისთვის ცენტრში 15 ბავშვია.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, წალენჯიხაში ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ქალაქის მერი და მერიის თანამშრომლები მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნავენ.

„ეს გახლავთ აბსოლუტურად უნიკალური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაკეთებული აუტიზმის ცენტრი, რომლის გახსნაც შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ აქ წალენჯიხაში მერია, მერიის თანამშრომლები, გია ხარჩილავა, მისი მოადგილეები ზრუნავენ, ფიქრობენ ხალხზე, ხალხის გასაჭირზე, მათ პრობლემებსა და იმ გამოწვევებზე, რაც მუნიციპალიტეტს უდგას“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ასევე, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, იგორ ნარმანიას თქმით, ცენტრის გახსნა არა მხოლოდ წალენჯიხის მაცხოვრებლებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია.

„აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აუტისტური სპექტრის რეაბილიტაციის ცენტრი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების მნიშვნელოვანი ჩართულობით გაიხსნა. ეს არის არა მხოლოდ წალენჯიხელებისთვის მნიშვნელოვანი, არამედ მთელ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის და აუტისტური სპექტრის წარმომადგენლებისთვის. ამიტომ, სხვა რაიონებისთვისაც ეს უნდა იყოს სტიმული, რომ ამ ადამიანებს მიექცეთ განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების მხრიდან“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო