ენტონი ბლინკენი - უკრაინაში მიმდინარე ომში უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი დადგა - აუცილებელია, რომ უკრაინელები იღებდნენ იმას, რაც სჭირდებათ

უკრაინაში მიმდინარე ომში უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი დადგა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პარიზში ვიზიტის დროს განაცხადა.

ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში “უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი დადგა და აშშ-ის კონგრესს კიევისთვის ამერიკული დახმარების განბლოკვისკენ მოუწოდა.

“სრულიად აუცილებელია, რომ უკრაინელები იღებდნენ იმას, რაც სჭირდებათ თავდაცვის გასაგრძელებლად, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს…

ეს კიდევ ერთი მიზეზია თუ რატომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შესრულდეს დამატებითი დაფინანსების შესახებ მოთხოვნა, რომელიც პრეზიდენტმა ბაიდენმა კონგრესს გაუგზავნა”, - განაცხადა ბლინკენმა.

საფრანგეთში ვიზიტის დროს ბლინკენი საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუს შეხვდა, რომელთან ერთადაც კომპანია Nexter-ის ქარხანა მოინახულა, სადაც Caesar ჰაუბიცების წარმოება მიმდინარეობს. მოგვიანებით სახელმწიფო მდივანი ფრანგ კოლეგა სტეფან სეჟურნესა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსაც შეხვდება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე