იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე  რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრში აღნიშნეს

2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანეს" ესტუმრნენ.

სამსახურის ინფორმაციით, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა მაია ნოზაძემ ცენტრის ბენეფიციარების მშობლებს იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ყურადღება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამართლებრივი დახმარების საკითხებზე იყო გამახვილებული.

„შეხვედრაში მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის ფსიქოლოგები და რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები -ადვოკატები და კონსულტანტი, რომლებმაც სამართლებრივი კონსულტაციები გაუწიეს როგორც ცენტრის ხელმძღვანელობას, ასევე ბენეფიციართა მშობლებს.

ცენტრის ბენეფიციართა მშობლებს აინტერესებდათ შშმ პირთა ინტერესების წარმომადგენლობის საკითხები სასამართლოსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, მხარდამჭერი პირის დანიშვნის სამართლებრივი პროცედურები და ა.შ.

გადაწყდა, რომ ცენტრ "კესანესა" და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება