დიმიტრი ხუნდაძე - უცხოური გავლენებით სურთ დაიმორჩილონ სამართალი და ქვეყნის სუვერენიტეტი, ამიტომ  საზოგადოებამ 2024 წელს ერთიანობა უნდა დააფიქსიროს, რომ ქართულ პოლიტიკას მატყუარები ჩამოსცილდნენ

რადიკალური პროცესები საქართველოში გარე დაფინანსებით, უცხოური კუპიურების წყალობით ხდება. ალბათ, ახლა მაინც ხვდება საზოგადოების უდიდესი ნაწილი, თუ რატომ გვინდოდა შემოგვეღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც საზოგადოებას სიმართლით უზრუნველყოფდა", - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, „ქართულმა ოპოზიციამ და მათმა დამკვეთებმა ახალი პიარკამპანია მოიგონეს, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ამერიკული კანონი მხოლოდ ფაშიზმისთვის იყო მიღებული, ევროკავშირმა ეს კანონი, თითქოს რუსეთის წინააღმდეგ მიიღო; ხოლო საფრანგეთი, თითქოს, მხოლოდ ჩინეთის წინააღმდეგ იღებს, არადა, სინამდვილეში არცერთ კანონში არ წერია, თუ კონკრეტულად რომელ სახელმწიფოს ეხება და ის ეხება ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც კონკრეტული ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს“.

მისი თქმით, ევროკავშირში ყველაზე დიდმა პარტიამ დააანონსა იგივე კანონპროექტი, რომლის განხილვა მიმდინარეობს და მას მალე მიიღებენ.

„თუ შარშან წაუკითხავად გააპროტესტებინეს საქართველოს მოქალაქეებს გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც მათ უფლებებს დაიცავდა, სულ ცოტა ხანში, ევროკავშირში ყველაზე დიდმა პარტიამ დააანონსა იგივე კანონპროექტი, რომლის განხილვა მიმდინარეობს და მას მალე მიიღებენ კიდეც.

მახსოვს, რომ შარშან გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საფრანგეთის ელჩიც კრიტიკულად გამოვიდა. ახლა კი მაინტერესებს მისი პოზიცია როგორია, როცა თავად საფრანგეთმა მიიღო კანონი, რომელიც ასეთ რისკებს დააზღვევს. ერთი და იგივე კანონი, რომელიც მიიღო საფრანგეთმა და იღებს ევროკავშირი, მათთვის ამერიკულ-ბრიტანულია და საქართველოსთვის - რუსული?

გამჭვირვალობის შესახებ საფრანგეთში მიღებული კანონის შემდეგ, ქართული ოპოზიცია და მათი პატრონები უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნენ და ახალი პიარკამპანია მოიგონეს, რომლის მიხედვითაც თითქოს ამერიკული კანონი მხოლოდ ფაშიზმისთვის იყო მიღებული (არადა, აშშ-ში ის დღესაც მოქმედებს); ევროკავშირმა ეს კანონი თითქოს რუსეთის წინააღმდეგ მიიღო; ხოლო საფრანგეთი თითქოს მხოლოდ ჩინეთის წინააღმდეგ იღებს. არადა, სინამდვილეში, არცერთ კანონში არ წერია, თუ კონკრეტულად რომელ სახელმწიფოს ეხება. ის ეხება ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც კონკრეტული ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

საფრანგეთის კანონი ბევრად უფრო მკაცრია. რამდენიმე მუხლს წაგიკითხათ იქიდან: „უნდა შეიქმნას ერთიანი რეესტრი, სადაც აღრიცხული იქნება უცხოური დაფინანსება. ამ ფონდებმა, არასამთავრობოებმა და ა.შ. წლის ბოლოს უნდა წარადგინონ ანგარიში ეროვნულ ასამბლეაზეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით ისჯებიან. ასევე, ანგარიში უნდა წარადგინოს სპეციალურმა კომისიამ, თუ რა პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა მოუტანა უცხოურმა ფულმა ქვეყანას". ასევე, ამ კანონში წერია, რომ „საფრანგეთის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა უნდა გამოამჟღავნოს სახელმწიფოზე მიმართული საზიანო აგიტაცია, უცხოური გავლენა, რაც საფრანგეთის ინტერესების საზიანოა.

ასე რომ, მეგობრებო, ეს ურთულესი ბრძოლაა. დიდი ფულით და ღიმილიანი სახით სურთ საქართველოს დამორჩილება. სურთ დაიმორჩილონ სამართალი, საზოგადოების ინტერესები და ქვეყნის სუვერენიტეტი. ამას სჭირდება სწორედ ერთიანობა და ეს ერთიანობა ყველაზე მეტად საზოგადოებამ 2024 წელს უნდა დააფიქსიროს, რომ ქართულ პოლიტიკას მატყუარები ჩამოსცილდნენ", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა