ანა ნაცვლიშვილი - ერთადერთი, რითაც მმართველი ძალა დაკავებულია საარჩევნო წელს არის ის, რომ მიიტაცოს ძალაუფლება და ერთმანეთში გაიყონ კორუმპირებულმა კაცებმა - მაჟორიტარები ჰყავთ დასაბინავებელი

დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, „გირჩი“ „ოცნებას“ ეხმარება კორუმპირებული კაცების სიაში ჩასმაში , - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ „გირჩის“ ინიციატივას გამოეხმაურა.

ანა ნაცვლიშვილის მოსაზრებით, გენდერული კვოტების გაუქმების პროცესში „გირჩი“ მთავარი ფიგურა არ არის და ეს სინამდვილეში „ქართული ოცნების“ სცენარია.

„ერთადერთი, რითაც მმართველი ძალა დაკავებულია საარჩევნო წელს არის ის, რომ როგორმე მიიტაცოს ძალაუფლება და შემდეგ ეს მიტაცებული ძალაუფლება როგორ გაიყონ კორუმპირებულმა კაცებმა ერთმანეთში. ესაა მათი მთავარი ამოცანა და ამას უყურებს ხალხი და დარწმუნებული ვარ, მოქალაქეები ამას პასუხს გასცემენ არჩევნებზე. „გირჩი“ აქ არ არის მთავარი ფიგურა, ეს არის „ქართული ოცნების“ სცენარი. სამწუხაროა და ძალიან ცუდია, რომ დათანხმდა „გირჩი“ ამ როლის შესრულებას.

კვოტების გაუქმება „ქართულ ოცნებას“ აწყობს. საარჩევნო სისტემა შეიცვალა, გაუქმებულია მაჟორიტარული კომპონენტი და ახლა ეს მაჟორიტარები დასაბინავებლები ჰყავთ. ეს ის ხალხია, რომლებიც დიდწილად კორუფციული გზებით გამდიდრდნენ, შემდეგ ამ სიმდიდრით ადგილები იყიდეს „ქართული ოცნების“ სიაში. ამ ხალხის განაწყენება „ოცნებას“ აღარ უნდა, ეშინია ამ ყველაფრის, მიიხედა, მოიხედა და გადაწყვიტა, რომ კვოტას თუ გააუქმებს, ამ კაცებს ყველას დააბინავებს. სინამდვილეში ეს თამაში მიდის, როცა „გირჩი“ აპელირებს და თანასწორობაზე, პრინციპებზე თუ პოლიტიკურ შეთანხმებებზე ლაპარაკობს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, შეიძლება ორი პოლიტიკური სუბიექტი შეთანხმდეს, მაგრამ „პოლიტიკაში არ მოსულა ყველაფერზე შეთანხმება“.

„საუბარია, რომ თუ ორი პოლიტიკური სუბიექტი თანხმდება, რა არის ამაში ცუდი. სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემაც ეს არის, რომ „კლანი“ და „ოცნება“ რაღაცებზე შეთანხმდა და ამ შეთანხმებისთვის ქართველი ხალხი იხდის ძალიან ძირ ფასს. შეთანხმება თავისთავად არ ნიშნავს კარგს და სწორს. შეთანხმება შეიძლება იყოს კრიმინალურ მოტივზეც და კრიმინალური გეგმა შეათანხმოს ორმა ადამიანმა ერთმანეთთან“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საარჩევნო კოდექსში" ცვლილება განიხილა, რომელიც გენდერულ კვოტირებასა და პარტიული სიების წარდგენას ეხება. კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, პროექტით პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-ისა.

„ცვლილება შედის, ასევე, ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანულ კანონში, რომლის თანახმად, უქმდება ის ფინანსური წახალისების ინსტრუმენტი, რომელიც პარტიებს დამატებით ფინანსურ წახალისებას სთავაზობს სიებში ქალი კანდიდატების შესაბამისი პროპორციით ჩაწერის გამო.

კანონპროექტების ინიციატორები არიან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის" წევრები: იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი და ჰერმან საბო.

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე