ეკა ბესელია - სისტემური დანაშაულისას მთავარი მოძალადე მოსამართლე ხდება, როგორ შეიძლება ის მსხვერპლი იყოს? – მაფიოზური დაჯგუფება იუსტიციის საბჭოდან და უზენაესი სასამართლოდან გვემუქრება

სისტემური დანაშაულის დროს მთავარი მოძალადე მოსამართლე ხდება - ვუყურებ მაფიოზურ დაჯგუფებას, რომელიც ხან უზენაეს სასამართლოში, ხან იუსტიციის საბჭოში იკრიბება და იქიდან გვემუქრება იმით, თუ ვის ხელშია დღეს ძალაუფლება , - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

ამით მან შეაფასა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები - ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე სისტემის მსხვერპლი იყვნენ.

როგორც ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ აღნიშნა, რადგან მოსამართლეები ადამიანების ბედს წყვეტენ, რამდენჯერაც მოინდომებენ მათი კეთილსინდისიერების გაზომვას, იმდენჯერ უნდა დათანხმდნენ, რათა მათდამი ნდობა არ შეილახოს.

„სისტემური დანაშაულის დროს მთავარი მოძალადე მოსამართლე ხდება. მას ბოლო სიტყვა აქვს, საქართველოს სახელით განაჩენი გამოაქვს, როგორ შეიძლება ის მსხვერპლი იყოს? სააკაშვილი უკანონო ბრძანებებს გასცემდა, მაგრამ ვინ ასრულებდა მათ? მსხვერპლი უსამართლოდ გასამართლებული პატიმარია და არა მოსამართლე. როცა ადამიანების ბედს წყვეტ, რამდენჯერაც მოინდომებენ შენი კეთილსინდისიერების გაზომვას, იმდენჯერ უნდა დაეთანხმო, რათა ეს ნდობა არ შეილახოს. ვუყურებ მაფიოზურ დაჯგუფებას, რომელიც ხან უზენაეს სასამართლოში, ხან იუსტიციის საბჭოში იკრიბება და იქიდან გვემუქრება იმით, თუ ვის ხელშია დღეს ძალაუფლება.

საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში ბოლო პერიოდში ბევრი საქმე წააგო. სასამართლოში ერთმანეთს ნათესავები რომ ნიშნავენ, ეს კორუფციული სისტემის მანიშნებელია. მოსამართლეთა შემოსავალი ფიქსირებული ხელფასია და როდესაც უცებ, ერთ წელიწადში რამდენიმე მილიონით მდიდრდებიან, ეკითხებიან თანხის წარმომავლობას და ვერ ადასტურებენ, ეს ხომ უნდობლობის ძალიან დიდი საფუძველია.

თითქოს „ვეტინგის“ სისტემა მათ სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის, ასე პუტინი ლაპარაკობს. მან რუსეთს ევროსაბჭო დაატოვებინა, რადგან თქვა, რომ ევროსაბჭოს საფუძველზე შემდგარი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ჩემი სუვერენიტეტის შელახვააო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება