ჯო ბაიდენი - ისრაელი არ აკეთებს საკმარისს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელი საკმარისს არ აკეთებს ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დასაცავად.

აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ითხოვს, ისრაელმა სწრაფი გამოძიება ჩაატაროს თავდასხმის შესახებ, რომელსაც საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა.

”ეს კონფლიქტი ერთ-ერთი ყველაზე უარესია, ბოლო პერიოდის მეხსიერებაში, დაღუპული ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების რაოდენობის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი შეფასებით, World Central Kitchen-ზე თავდასხმა არ იყო „იზოლირებული ინციდენტი“ და რომ ღაზაში ბოლო ექვს თვეში დაღუპული ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების რიცხვი თითქმის სამჯერ აღემატება ნებისმიერ სხვა კონფლიქტში ერთი წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მაჩვენებელს.

"აღშფოთებული და გულგატეხილი ვარ. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილება ასე რთულია – იმიტომ, რომ ისრაელი არ აკეთებს საკმარისს დახმარების მუშაკების დასაცავად, რომლებიც ცდილობენ უკიდურესად საჭირო დახმარების მიწოდებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ისრაელი ასევე არ აკეთებს საკმარისს იმისათვის, რომ დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ცნობისთვის, გაერო-ს მაღალჩინოსანმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების კოორდინაციის საკითხზე ჯეიმი მაკგოლდრიკმა გუშინ განაცხადა, რომ ღაზაში ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ 200-ზე მეტი ჰუმანიტარული დახმარების მუშაკი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია