გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ნატო-ს ევროპელმა მოკავშირეებმა კონტინენტის დაცვაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ

გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ნატო-ს ევროპელმა მოკავშირეებმა კონტინენტის დაცვაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

ევროპის თავდაცვის გაძლიერების საკითხზე „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანალენა ბერბოკმა, რადოსლავ სიკორსკიმ და სტეფან სეჟურნემ გამოცემა Politico-ში ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს.

„ევროპელმა მოკავშირეებმა ნატო-ს კოლექტიური ტვირთის სამართლიანი წილი საკუთარ თავზე უნდა აიღონ და ევროპის დაცვის მზადყოფნა გამოავლინონ. ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირი ჩვენი უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს და ჩვენ, ევროპელებმა იმ ხარვეზებს უნდა გადავხედოთ, რომლებმაც ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში თავი იჩინა: შესაძლებლობების ხარვეზები, შეიარაღებული ძალების მზადყოფნა, წარმოების შესაძლებლობები, ლოგისტიკა, სტანდარტიზაცია და თავსებადობა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა მინისტრები.

მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საერთო უსაფრთხოების დაცვაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად, ალიანსის ევროპელმა წევრებმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგან: პირველ რიგში, თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% უნდა დაიხარჯოს. მეორე, ალიანსის წევრებმა შესაძლებლობების მოდერნიზებისთვის და წარმოების გაზრდისთვის კონტინენტის ინდუსტრიული პოტენციალი სრულად უნდა გამოიყენონ. მესამე, ტექნოლოგიური უპირატესობის შესანარჩუნებლად საჭიროა მომავლის ტექნოლოგიებში ინვესტირება.

„აგრესიული ომიდან ორი წლის შემდეგ, პუტინი თავის სტრატეგიას არასწორ გათვლებზე აფუძნებს, რომ მას უკრაინის გამოფიტვა შეუძლია და შეუძლია ჩვენს მხარდაჭერას გაუძლოს. ასევე, იგი ჩვენი ერთიანობის გამოცდას ცდილობს. ამიტომ, ჩვენი პასუხი ძალას, ერთიანობასა და თანამშრომლობას უნდა ეფუძნებოდეს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მისმა აგრესიამ არ გაამართლოს - არც ახლა და არც მომავალში“, - წერენ მინისტრები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში