მამუკა მდინარაძე - უმრავლესობის სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან კონსულტაციები გვქონდა და ის არის ჩვენი თანამოაზრე

უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა და ის არის ჩვენი თანამოაზრე ამ საკითხში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილებას, ასევე, ეთანხმება პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრი.

„პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრი არის თანამოაზრე ამ საკითხის. შესაბამისად, ეს შეთანხმებულია პოლიტიკურ საბჭოსთან, ამაზე საუბარი დაიწყო გუშინწინ უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც არის ტრადიციული სხდომა და გაგრძელდა გუშინ, იმიტომ, რომ უმრავლესობის სხდომაზე სხვა საკითხებიც იყო, მათ შორის ლგბტ პროპაგანდის პრევენციის საკითხები, ვეტინგის, სასამართლოს საკითხები. ვადასტურებ იმ ინფორმაციასაც, რომ სხვა იმ თემებზეც იყო საუბარი, რაც გუშინ გავრცელდა, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი და საკვანძო საკითხი ეს იყო და გუშინ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რაც ჩვენს განცხადებაში აისახა. პოლიტსაბჭოს ყველა წევრი, მათ შორის, საპატიო თავმჯდომარე საქმის კურსშია დეტალურად და იზიარებს ამ განცხადების პათოსს სიტყვა -სიტყვით, ყველა ვართ ერთ აზრზე“,- განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება