ანა წითლიძე - მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ივანიშვილის პარტია და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია - ივანიშვილის პარტიის მიზანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის და „ქართული ოცნება“ ამ გზაზე საბოტაჟს განაგრძობს!

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ივანიშვილის პარტია და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია - ივანიშვილის პარტიის მიზანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის და „ქართული ოცნება“ ამ გზაზე სვლის საბოტაჟს განაგრძობს! - აღნიშნული განცხადება პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ გააკეთა.

წითლიძის თქმით, “რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირებით ივანიშვილის პარტია საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ნებას და მიზანს, გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. მისივე თქმით, “ქართული ოცნება“ კიდევ ბევრს იზამს ევროპული კურსის დაზიანების მიზნით.

“მაშინ, როდესაც საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ რუსული კანონის მიღება არის ის, რაც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას დააზიანებს, ივანიშვილის პარტია ბედავს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნებას გადაუაროს, რომლებმაც მარტის აქციების დროს რუსული კანონის წინააღმდეგ იბრძოლეს და ეს კანონი პარლამენტში დააბრუნოს. შემთხვევითი არც ისაა, რომ რუსული კანონის ინიცირებამდე ივანიშვილის პარტიამ გენდერული კვოტების გაუქმება მოითხოვა. ამით დაადასტურა, რომ არც ერთი იმ ვალდებულების შესრულებას არ აპირებს, რომელსაც ჩვენგან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ითხოვენ“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პროექტი პარლამენტში ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, როგორიც შარშანდელი კანონპროექტი იყო. მისივე თქმით, ერთადერთი განსხვავება იქნება ის, რომ ტერმინი “უცხოური გავლენის აგენტი“ ტერმინით “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩანაცვლდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის