რომან გოცირიძე „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატებს - ვითომ დასავლურობას რომ აწვებით, თქვენთან მაქვს შეკითხვა

განსაკუთრებით ქალებს მოვუწოდებ „ქართული ოცნებიდან“, ქალთა უფლებების დამცველად რომ მიაჩნიათ თავი, ჯერ კი დამალულები არიან, ძალიან რცხვენიათ, LGBT პროპაგანდაზე რომ დაგავალებთ პარტია ლაპარაკს და რომ აჭიკჭიკდებით, ზოგიერთები რომ საფრანგეთში ცხოვრობდით და ზოგიერთი რომ გავლით ხართ ნამყოფი პარიზში, ვითომ დასავლურობას რომ აწვებით, მდინარაძის უკან ნუ იმალებიან, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ ქალ დეპუტატებს, როდესაც პარლამენტში ქალთა კვოტირების შესახებ კანონპროექტზე საუბრობდა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ქალთა კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტის წარმდგენი პარტია „გირჩი“ შირმის როლს ასრულებს.

„შეკითხვა მაქვს კანონპროექტის ნამდვილ აქტორებთან, „ქართულ ოცნებასთან“ და არა, იმ ადამიანთან, რომელმაც დღეს ეს წარმოადგინა, ვინაიდან ძალიან ცუდია, რომ შირმის როლს თამაშობთ „ქართული ოცნების“ მახინჯ სხეულზე.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს მივმართავ, ჯერ კიდევ, როდესაც ქუთაისში ვიხილავდით ამ კანონპროექტს, გადაათვალიერეთ თქვენი გამოსვლები, ნახეთ, YouTube-ში, არ შეგრცხვებათ? რას ამბობდით სამი წლის წინ და რას ამბობთ ახლა, როგორ ამტკიცებდით იმას, რომ თქვენ ზრუნავთ ქალებზე, მომავალზე, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება და 2028 წელს ყოველი მეოთხე კი არა, ყოველი მესამე იქნება თურმე სიაში ქალი, 32-მდე კი არა, 32 დღეში გააუქმეთ. ნახეთ თქვენი გამოსვლები, განსაკუთრებით ქალებს მოვუწოდებ „ქართული ოცნებიდან“, ქალთა უფლებების ძალიან დამცველად რომ მიაჩნიათ თავი, ჯერ კი დამალულები არიან, ძალიან რცხვენიათ, მდინარაძის უკან ნუ იმალებიან, LGBT პროპაგანდაზე რომ დაგავალებთ პარტია ლაპარაკს და რომ აჭიკჭიკდებით, ზოგიერთები რომ საფრანგეთში ცხოვრობდით და ზოგიერთი რომ გავლით ხართ ნამყოფი პარიზში, ვითომ დასავლურობას რომ აწვებით, ახლა, თქვენთან მაქვს შეკითხვა - ევროკავშირში გაწევრიანების და სტატუსის მიღების ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ ის სამი კინკილა ვალდებულება რომ შევასრულეთ, ერთი, სახალხო დამცველის დანიშვნა; მეორე, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება; მესამე - გენდერული კანონმდებლობის სრულყოფა. ეს სამი საკითხი ჩაგვითვალეს შესრულებულად. ახლა, როდესაც უკან აბრუნებთ და აუარესებთ ეს, პირდაპირ ხომ არ არის მინიშნება იმისა, რომ როგორც აგენტების კანონი შემოაბრუნეთ, რომ თქვენ უარს ამბობთ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება