გია ვოლსკი - თუ გამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტს ვინმე გააფთრებით ეწინააღმდეგება, ნიშნავს, რომ რევოლუციური გეგმის არსებობას ადასტურებს და მიაჩნია, რომ საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს რა თანხას და რა მიზნით იღებენ არასამთავრობოები

თუკი დღეს გამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტს ვინმე გააფთრებით ეწინააღმდეგება ეს იმას ნიშნავს, რომ რევოლუციური გეგმის არსებობას ადასტურებს და მიაჩნია, რომ საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს რა რაოდენობის და რა მიზნით იღებენ თანხას არასამთავრობო ორგანიზაციები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ვოლსკი განმარტავს, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების" საკანონმდებლო ინიციატივა შეეხება არასამეწარმეო იურიდიულ პირებს და მედიას, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა და მათ მხოლოდ ხარჯების დეკლარირება მოუწევთ

„თუკი დღეს გამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტს ვინმე გააფთრებით ეწინააღმდეგება ეს იმას ნიშნავს, რომ რევოლუციური გეგმის არსებობას ადასტურებს და მიაჩნია, რომ საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს რა რაოდენობის და რა მიზნით იღებენ თანხას არასამთავრობო ორგანიზაციები.

ვის ეხება - არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა (არ ეხება სპორტულ ფედერაციებს)

რა ვალდებულება აქვს ორგანიზაციას - ყოველი წლის იანვარში წინა წლის შემოსავლების და ხარჯების დეკლარირება იუსტიციის სამინისტროში

რა ხდება თუ დეკლარირებას არ მოახდენენ - მხოლოდ ჯარიმა, 25 000 ლარი დეკლარაციის წარუდგენლობისთვის (თუ მაინც არ წარადგენს 20 000 ლარი არაუმეტეს თვეში ერთხელ)

რა ხდება ამ კანონის მიღების შემდეგ - ის ორგანიზაციები, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი 2023 წლის მონაცემებით უცხოეთიდან იყო, ვალდებული იქნებიან კანონის ამოქმედებიდან 3 თვეში წარადგინონ 2023 წლის დეკლარაცია“, - წერს გია ვოლსკი.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია