ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას - თქვენ ხართ რუსული ხელისუფლება და საქართველოს მოქალაქეები დაგასრულებთ!

"ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას „რუსული ხელისუფლება“ უწოდა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უთხრა, რომ მისი დამაჯერებლობა გაცვდა.

ნაცვლიშვილის გამოსვლას სხდომათა დარბაზიდან უმრავლესობის დეპუტატების რეპლიკები მოჰყვა. ბექა ოდიშარიამ მას „გაუზრდელი“ უწოდა.

ანა ნაცვლიშვილის გამოსვლა შეეხებოდა ერთი მხრივ „გირჩის“ კანონპროექტს გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ, მეორე მხრივ კი მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაანონსებულ კანონპროექტზე ისაუბრა.

„ამ კანონის გამოტანით ცდილობთ, მოკლათ ორი ნაბიჯი 9-დან: ეს არის გენდერული თანასწორობა და ადამიანის უფლებები და ეს არის საარჩევნო პროცესი, რომელიც უნდა იყოს სამართლიანი, სანდო და ლეგიტიმური. ორივე ერთადაა გადაბმული და ამ ორზეა დამოკიდებული ამ ქვეყნის მომავალი. ამ ერთი გასროლით, ცდილობთ ორივე ეს ნაბიჯი გააუქმოთ. ეს არის რეალური მიზანი და მოტივაცია. არაფერი საერთო ღირებულებებთან, თანასწორობასთან, ქვეყნის ინტერესთან, ამ ინიციატივას არ აქვს. გილოცავთ ამ გარიგებას. ბატონო სანდრო [რაქვიაშვილი], ალბათ ამ გარიგებას ბონუსად მოჰყვა ის, რაც შემდეგ დააინიცირეს. ამ ბონუსსაც გილოცავთ და კი, ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა მოქალაქეების გასაგონად- მარტო კანონი კი არა, თქვენ ხართ რუსული ხელისუფლება და საქართველოს მოქალაქეები დაგასრულებთ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

აღნიშნული განცხადების შემდეგ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს შემდეგნაირად მიმართა: „გაცვდა, ქალბატონო ანა, თქვენი დამაჯერებლობა ნულის ქვემოთაა“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება