იაგო ხვიჩია - ეს კანონპროექტი იმიტომ შემოიტანეს, რომ პარლამენტში ჩხუბი იყოს და „ქართულმა ოცნებამ“ თავი კომფორტულ გარემოში იგრძნოს - ოპოზიციას მოვუწოდებ, პროვოკაციას არ ავყვეთ

ეს კანონპროექტი იმიტომ შემოიტანეს, რომ პარლამენტში ჩხუბი იყოს და „ქართულმა ოცნებამ“ თავი კომფორტულ გარემოში იგრძნოს. ოპოზიციას მოვუწოდებ, ამ პროვოკაციას არ ავყვეთ, რადგან ეს არის პროვოკაციული ცვლილება, რომ ამან გამოიწვიოს დავიდარაბა, ჩხუბი და არა დისკუსიები, - ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ტაქტიკა, რომ არ ჰყვებიან, სწორია. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილმაც ნერვები უნდა მოთოკოს და ამ თემაზე მსჯელობა მშვიდად უნდა გაგრძელდეს, ისე, რომ ქართველმა ხალხმა გაიგოს, „ქართული ოცნება“ არ გამოსწორდება.”

„რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, ახლა ამ ცვლილებების შემოტანა "ნაცების" გამარჯვების აღიარებაა, რადგან „ქართული ოცნების" ტაქტიკამ არ გაამართლა, რომ დისკუსიები ჩხუბში გადასულიყო ლგბტ თემაზე იქიდან გამომდინარე, რომ ამას "ნაცები" არ აჰყვნენ და დამცინავი იუმორით შემოიფარგლნენ. ეს კანონპროექტი იმიტომ შემოიტანეს, რომ პარლამენტში ჩხუბი იყოს და „ქართულმა ოცნებამ" თავი კომფორტულ გარემოში იგრძნო. ოპოზიციას მოვუწოდებ, „ნაციონალურ მოძრაობასაც”, ალეკო ელისაშვილსაც, რომ ამ პროვოკაციას არ ავყვეთ, რადგან ეს არის პროვოკაციული ცვლილება რომ ამან გამოიწვიოს დავიდარაბა, ჩხუბი და არა დისკუსიები. ქართველ ხალხს მოვუწოდებ, დაიმახსოვრონ ის, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს, როგორ მიაქვს უკან ქართველი ხალხის ნაშრომი და ეს გაბრაზება 26 ოქტომბრისთვის მიიტანოს. „ნაცების“ ტაქტიკა, რომ არ ჰყვებიან, სწორია. ალეკო ელისაშვილმაც ნერვები უნდა მოთოკოს და ამ თემაზე მსჯელობა მშვიდად უნდა გავაგრძელოთ, ისე, რომ ქართველმა ხალხმა გაიგოს, „ოცნება“ არ გამოსწორდება”, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს