ალეკო ელისაშვილი - აგენტების კანონის უკან შემოტრიალება შეურაცხყოფაა, ეს კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი! - რატომ არის და იმიტომ, ერთი ერთში გაქვთ ნათარგმნი!

იმ კანონის უკან შემოტრიალება ჩვენი ყველას და ამ ქვეყნის შეურაცხყოფაა, ეს კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი! - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა დაინიცირებას გამოეხმაურა.

„ბატონო შალვა, იმ კანონის უკან შემოტრიალება ჩვენი ყველას და ამ ქვეყნის შეურაცხყოფაა, მინდა გითხრათ. ის კანონი არის რუსული და ძახილის ნიშანი! წერილი არა, ძახილის ნიშანი! რატომ არის და იმიტომ. ერთი ერთში გაქვთ ნათარგმნი და იმიტომაა,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატს მიკროფონი გაუთიშა. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს ანტიქართული პროპაგანდაა და აღნიშნა, რომ ის ყველას გაუთიშავს მიკროფონს, ვინც აღნიშნულ კანონპროექტს რუსულს უწოდებს.

„ეს არის ანტიქართული პროპაგანდა. რომელსაც თქვენ ახლა ეწევით ქართულ პარლამენტში. ამის ძახილის უფლებას არ მოგცემთ. ყველასთან გავთიშავ მიკროფონს, ვინც რუსულ კანონს გამოიყენებს. ანტიქართულ პროპაგანდას დაანებეთ თავი. ნუ ატყუებთ ქართველ ხალხს, შარშან გაგივიდათ, წელს არ გამოგივათ.

ბატონო ალეკო, ეს პათეტიკა აღარ გაგივათ, მორჩა. ეს ტყუილი, რაც თქვენ აკადრეთ ქართველ ხალს შარშან, წერტილი დაესვა. ხვდებით თქვენ თვითონაც, რომ აღარ გაქვთ ამისი თქმის მორალური უფლება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა და მანდატურებს მოუწოდა, ალეკო ელისაშვილი დარბაზიდან გაეყვანათ.

„გაიყვანეთ დარბაზიდან,“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს