ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფელ ნაწრეტში ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა სოფელ ნაწრეტში ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ჭაბურღილი ორ სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება.

„პროექტის დასრულების შემდეგ ობიექტი ნაწრეტში მცხოვრებ 260 ოჯახს და ქვემო შავშვებში მცხოვრებ 95 ოჯახს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება.

პროექტი ნაწრეტში სასმელი წყლის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

გარდა ამ სოფლისა, წყლის სისტემების მოწყობა გორის მუნიციპალიტეტის კიდევ ორ სოფელში, ტირძნისსა და ზერტში დაიწყება.

მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლით მოსახლეობის 95% იქნება უზრუნველყოფილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს