რომან გოცირიძე უმრავლესობას - ღირსი ხართ, რომ არც ერთმა ქალმა არ დაგიჭიროთ მხარი, ქალების მიერ უნდა დაისაჯოთ არჩევნებში

ღირსი ხართ, რომ არც ერთმა ქალმა არ დაგიჭიროთ მხარი. მე „გირჩს“ არ ვგულისხმობ, მას ისედაც არავითარი საარჩევნო პრეტენზია არ აქვს. ქალების მიერ უნდა დაისაჯოთ არჩევნებში თქვენ,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ.

გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ უნდა დაისაჯოს და ამის ყველაზე მარტივი და კანონიერი ფორმა არის არჩევნებში აღნიშნული პარტიის გასტუმრება „პოლიტიკურ მოუსავლეთში“.

„ამ კანონის მიღებას აქვს ორი მიზანი, პირველი, კიდევ ერთი დამატებითი წინააღმდეგობის თემა შემოიტანონ ევროკავშირთან დასაპირისპირებლად. ეს იყო საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა ცესკოსთან დაკავშირებით, ეს არის სხვა კანონები, რომლებიც 9 რეკომენდაციით არის მოთხოვნილი, ეს არის რუსული კანონის უკან შემობრუნება და ეს არის ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტის, გენდერული თანასწორობისა და ასევე, საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესება, ვინაიდან ეს არის საარჩევნო საკითხი, სადაც უარესდება დღეს არსებული მდგომარეობა. თქვენ, ფაქტობრივად, მოატყუეთ ქვეყნის ამომრჩეველი, მოატყუეთ ქალები, ღირსი ხართ, რომ არც ერთმა ქალმა არ დაგიჭიროთ მხარი. მე „გირჩს“ არ ვგულისხმობ, მას ისედაც არავითარი საარჩევნო პრეტენზია არ აქვს. ქალების მიერ უნდა დაისაჯოთ არჩევნებში თქვენ, ვინაიდან სამი წლის წინ თქვენ აცხადებდით, რომ ეს კანონი 2028 წელს კიდევ უფრო გაუმჯობესდებოდა, 2032 წლის შემდეგაც იმუშავებდა. თქვენ, ფაქტობრივად, ქალთა თავისუფლებას, ემანსიპაციას, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას უშლით ხელს. რეგიონებში ქალთა უფლებების დათრგუნვას უწყობთ ხელს. როდესაც ევროპულობით ასაბუთებდით ამ კანონის მიღებას, დღეს უკვე ავლენთ ანტიევროპულ ქმედებებს. უნდა დაისაჯოთ და დასჯის ყველაზე მარტივი და კანონიერი ფორმა არის არჩევნებში ამ პარტიის გასტუმრება პოლიტიკურ მოუსავლეთში“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება