კახა კალაძე - N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს 6 აპრილიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

თბილისში მოძრავ N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს 6 აპრილიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ავტობუსების რაოდენობა ეტაპობრივად ემატება იმ მარშრუტებს, სადაც მგზავრთა ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება.

„6 აპრილიდან დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ეს მარშრუტებია: N313, N320, N323, N326 და N372. N313-ის შემთხვევაში, მოლოდინის დრო შემცირდება 13 წუთამდე, N320-ის - 8 წუთამდე, N323-ის - 11 წუთამდე, N326-ის - 18 წუთამდე, N372-ის შემთხვევაში კი - 12 წუთამდე. ჩვენთვის ეს საკმაოდ მნიშნელოვანია, რადგან გვქონდა პრობლემური ადგილები, სადაც ადამიანებს უწევდათ 30-40 წუთი ლოდინი. ვცდილობთ, სწორედ ასეთ არეალებში დავამატოთ ავტობუსები და მოცდის დრო შევამციროთ. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

„აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მოსახლეობას 50 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი ემსახურება, გამოთავისუფლებული რესურსი სწორედ იმ მარშრუტებზე ნაწილდება, სადაც ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება.

24 სხვადასხვა მარშრუტზე ავტობუსების დამატების პროცესი 23 მარტიდან დაიწყო და 13 აპრილს დასრულდება“, - აცხადებენ მერიაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია