ანა წითლიძე - ივანიშვილის პარტიის მთავარი მიზანი ამ 12 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა მოქალაქეების რეალურ პრობლემებზე მუშაობა - გვთავაზობს გამოგონილ პრობლემებს და გამოგონილ „მტრის ხატს“

სამწუხაროდ, ჩვენ არაერთხელ დავინახეთ, რომ ივანიშვილის პარტიის მთავარი მიზანი ამ 12 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა საქართველოს მოქალაქეების რეალურ პრობლემებზე მუშაობა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემა ქალებისთვის გენდერული კვოტები კი არ არის და ეს კი არ არის შეურაცხმყოფელი, არამედ, პრობლემა ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მძიმე მდგომარეობის გამო, ქვეყნიდან წავიდა და მათი უმრავლესობა სწორედ ქალები არიან.

„12 წლის განმავლობაში ნაცვლად იმისა, რომ ივანიშვილის პარტია საუბრობდეს და ეძებდეს გადაჭრის გზებს ყველა იმ ეკონომიკურ პრობლემაზე, რომელიც აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ქალებს, გვთავაზობს გამოგონილ თემებს, გამოგონილ პრობლემებს და გამოგონილ „მტრის ხატს“. დღეს საქართველოს მოქალაქეებს ნაკლებად აინტერესებთ ის საკითხები, რაზეც ჩხუბი და განხილვები იყო. საქართველოს მოქალაქეებს ივანიშვილის პარტიისგან აინტერესებთ კითხვებზე პასუხი და დღეს, თუ რამეზე უნდა იყოს საქართველოს პარლამენტში დებატი, უნდა იყოს იმაზე, რატომ ვერ ახერხებს ივანიშვილის პარტია, რომელმაც ამ ქვეყანას ტოტალური კორუფცია მოუტანა,იმას, რომ უფასო კვების პროგრამა სკოლებში ჯერ კიდევ ვერ დაიწყო. რატომ შიათ ოლიგარქი ივანიშვილის მმართველობის პირობებში ბავშვებს, რომელიც უფასო დენს, უფასო ფულს ჰპირდებოდა საქართველოს მოქალაქეებს? პრობლემა ქალებისთვის გენდერული კვოტები კი არ არის და ეს კი არ არის ქალებისთვის შეურაცხმყოფელი, პრობლემა ის არის, რომ 800 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე გაძვირებული ფასების, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ქვეყნიდან არის წასული და მათი უმრავლესობა არიან სწორედ ქალები. ამიტომ, დღეს უმრავლესობა იმაზე კი არ უნდა მსჯელობდეს, გენდერული კვოტები გააუქმოს თუ არ გააუქმოს, უნდა მსჯელობდეს იმაზე, როგორ უნდა გააუმჯობესოს, მათ შორის ქალების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იმისთვის, რომ ქალებს არ უწევდეთ შვილების დატოვება და ემიგრაციაში წასვლა. იმის გამო, რომ ტოტალური კორუფციაა და კორუფციით გამდიდრებულ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეები არ აინტერესებს, საქართველოში უმუშევრობა არის ისეთ ზღვარზე, როდესაც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილს ამ ქვეყნის დატოვება უწევს“, - განაცხადა წითლიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა