შალვა პაპუაშვილი - არიან დონორები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში - ეს არის ჩვეულებრივი დამალვა უცხოური ფულისა, რომელიც შემოდის აქ იატაკქვეშ და რომელიც იხარჯება პარტიებსა და რადიკალურ ჯგუფებში

სამწუხაროდ, არიან დონორები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში. აღარ არის საუბარი იმაზე, რომ არის გამჭვირვალობის გამოწვევა, გამჭვირვალობა უკვე მაღალი რეგისტრის ტერმინია ამ მდგომარეობისთვის, ეს არის ჩვეულებრივი დამალვა უცხოური ფულისა, რომელიც შემოდის აქ იატაკქვეშ და რომელიც იხარჯება პარტიებსა და რადიკალურ ჯგუფებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იმას, რასაც უცხოური ფონდები საქართველოში აკეთებენ, არაფერი საერთო არ აქვს ევროპასთან, მათ შორის იმ ევროპასთან, რომლის ნაწილიც საქართველოა.

„დღეს თქვენ ნახეთ უმრავლესობის განცხადება, რომელშიც ჩვენ აღვწერეთ მთლიანად ის მნიშვნელობა და საფუძველი, რისთვისაც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. უმრავლესობის ლიდერმა თქვა კიდეც, რომ ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ვცდილობდით დონორებთან გვესაუბრა იმ პირობაზე, რომელიც მათგან იყო, რომ დაფინანსება ყოფილიყო გამჭვირვალე, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგს ვერ მივაღწიეთ, სამწუხაროდ, არიან დონორები, რომლებიც მალავენ საკუთარ დაფინანსებას საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მეც პირადად მქონდა საუბარი დიპლომატიურ დონეზე, დონორების დონეზე და იყო პირობა, რომ მოხდებოდა გასაჯაროება, მალავენ თავიანთ დაფინანსებას. აღარ არის საუბარი იმაზე, რომ არის გამჭვირვალობის გამოწვევა, გამჭვირვალობა უკვე მაღალი რეგისტრის ტერმინია ამ მდგომარეობისთვის. ეს არის ჩვეულებრივი დამალვა უცხოური ფულისა, რომელიც შემოდის აქ იატაკქვეშ და რომელიც იხარჯება პარტიებში და რადიკალურ ჯგუფებში. ჩვენ ვხედავთ რეაქციებს, შეხედეთ და დააკვირდით ვისი რეაქციებია - ეს არის ზუსტად ის ჯგუფები, ის NGO-ები და ის პარტიები, რომლებიც ასეთ დაფინანსებას იღებენ. ხედავთ მცდელობას, რომ ნაცვლად იმისა, შემოვიდნენ დისკუსიაში, ვერაფერს ამბობენ არგუმენტების სახით. ერთადერთი ეს არის, გამოიყენონ ის ნელი მეთოდები პროპაგანდის, რომ დაიწყონ კანონის "დაბრენდვა" ისე, რომ შინაარსზე არ ისაუბრონ. ეს აღარ გამოუვათ, შარშან მათ შეძლეს, რომ საზოგადოებასთან ბრენდებით ესაუბრათ და არ შესულიყვნენ შინაარსში, წელს მათ მოუტევთ ამ დისკუსიაში შემოსვლა, განხილვა იქნება ჩვეულებრივ ტემპში, იქნება სამი მოსმენა კომიტეტზეც და პლენარულ სხდომაზე, მოვიდნენ და თქვან, რა აქვთ ამის საწინააღმდეგო? რა არის იმის საწინააღმდეგო, რომ ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკის ჩამოყალიბებაში და ფინანსდებიან უცხოეთიდან, საზოგადოებას უთხრან, ვისგან, რა თანხით და რა მიზნებით ფინანსდებიან? ხედავთ თქვენ მცდელობას ისტერიისა, მაგრამ საზოგადოებამ ეს ყველაფერი კარგად იცის და თავს არ მოატყუებინებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, გამჭვირვალეობის გაზრდის ნაცვლად, გაიზარდა რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.

„ამაზე ვიგებთ შემთხვევით, მაგალითად „დროას“ დაფინანსება გავიგეთ შემთხვევით, იმიტომ, რომ პარტიის ხელმძღვანელს წამოსცდა ეს ერთ-ერთ პოსტში. აღმოჩნდა, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი აფინანსებდა მისი ყალბი NGO-ს გავლით მის წინასაარჩევნო კამპანიას. მას წამოსცდა, თორემ ჩვენ ამას ვერც ვერასდროს გავიგებდით. საუბარი, რომ თითქოს ყველაფერი გამჭვირვალეა, არის აბსოლუტური ტყუილი. ეს არის სიტუაცია, როდესაც პირდაპირ უხეშად, ფარულად უცხოური ფონდები აფინანსებენ საქართველოში პოლიტიკას. ეს ყველაფერი არის იმ კონტექსტში, რომელიც უსაფრთხოების გამოწვევის სახით საქართველოს აქვს. შევხედოთ როგორ რეგიონში ვართ, გარშემო რა ხდება და დავაკვირდეთ, რა გამოწვევები აქვს საქართველოს უსაფრთხოებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკური დამოუკიდებლობის მხრივ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო