შალვა პაპუაშვილი - საქართველოს კანონმდებლობა ყოველდღე ირღვევა იმით, რომ პარტიების ფარული დაფინანსება ხდება სხვადასხვა ფონდის მხრიდან - არ მგონია, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ იყოს ევროკავშირის რომელიმე პოლიტიკოსი

საქართველოს კანონმდებლობა ყოველ დღე ირღვევა იმით, რომ საქართველოს პარტიების ფარული დაფინანსება ხდება სხვადასხვა ფონდის მხრიდან - არ მგონია, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ იყოს ევროკავშირის რომელიმე პოლიტიკოსი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ეს დარღვევა უნდა აღმოიფხვრას.

„ჩვენთვის ამოსავალი წერტილი არის საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს კანონმდებლობა ყოველ დღე ირღვევა იმით, რომ ფარული დაფინანსება ხდება სხვადასხვა ფონდების მხრიდან საქართველოს პარტიების. ეს დარღვევა უნდა აღმოიფხვრას და არ მგონია, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ იყოს ევროკავშირის რომელიმე პოლიტიკოსი“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დასახელება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, აღებულია ევროკავშირის დირექტივის პროექტიდან.

„რაც შეეხება დასახელებას, ეს დასახელება აღებულია ევროკავშირის დირექტივის პროექტიდან, რომელიც ევროკომისიის მიერ არის ინიცირებული და რომელიც ზუსტად ამ ტერმინოლოგიას იყენებს. „უცხო ქვეყნების ინტერესების წარმომადგენელი“ - იქ საერთოდ კიდევ უფრო მძიმე ტერმინი არის, წარმომადგენლობის გამჭვირვალობაზე არის საუბარი. დირექტივა ეხება უცხო ქვეყნების ინტერესების წარმომადგენლების გამჭვირვალობას, უფრო მძიმე ტერმინოლოგიაა, ვიდრე ჩვენთან, როცა არის უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, კარგი საქმეს დამალვას არ საჭიროებს, „დამალვა უნდა ცუდ საქმეებს“.

„არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენს დამოუკიდებელ ქვეყანაში შემოდიან და აფინანსებენ ფარულად პარტიებს, რაც კანონით აკრძალულია. ფარულად აფინანსებენ რადიკალურ ჯგუფებს, რაც აკრძალულია ასევე კანონით, ისე, რომ ჟურნალისტებმა, საქართველოს მოქალაქეებმა არაფერი იცით. როდესაც ვეკითხებით ამ ფონდებს, იქნებ მოქალაქეებს აცნობოთ ამის შესახებ, ამაზე ყრუ კედელია. ამით ფაქტობრივად გვეუბნებიან, რომ ჩვენ დავაფინანსებთ, თქვენ არავინ გეკითხებათ როგორ და ვის დავაფინანსებთ. მაინტერესებს, თქვენი, საქართველოს მოქალაქეების პოზიცია, ასეთი დამოკიდებულება გინდათ თქვენს ქვეყანასთან, ფონდები კანონის დარღვევით აფინანსებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, სხვადასხვა სქემას იყენებდნენ და არც კი გაყენებდნენ საქმის კურსში. კარგ საქმეს დამალვა არ უნდა, დამალვა უნდა ცუდ საქმეებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება