შალვა პაპუაშვილი - პარტნიორებისგან არის აღიარება, რომ გაუმჭვირვალეა დაფინანსება, მაგრამ ამის იქით ვეღარ მივდივართ, ყრუ კედელია

პარტნიორებისგან არის აღიარება, რომ გაუმჭვირვალეა დაფინანსება, მაგრამ ამის იქით ვეღარ მივდივართ, ყრუ კედელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, არის ფონდები, რომლებიც თავისი დაფინანსებით ზეგავლენას ახდენენ საქართველოში პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და ამას უმალავენ საზოგადოებას.

„ეს ყველაფერი არის იმ კონტექსტში, რომელიც უსაფრთხოების გამოწვევის სახით საქართველოს აქვს. შევხედოთ როგორ რეგიონში ვართ, შევხედოთ გარშემო რა ხდება და დავაკვირდეთ რა გამოწვევები აქვს საქართველოს უსაფრთხოებას სხვადასხვა მიმართულებით. ბოლო პერიოდში, როცა მე მქონდა საუბარი ჩვენს პარტნიორებთან გაუმჭვირვალობაზე, ამაზე პასუხი მათ აღარც კი ჰქონდათ. ამიტომ ვამბობდი ბოლო პერიოდში, რომ ყრუ კედელთან ვართ. ამაზე რომ მქონდა საუბარი, ამას ეთანხმებიან და ვეღარავინ ამბობს პარტნიორებიდან, რომ ეს ფონდები არის გამჭვირვალე, თუმცა, ამის იქით ვეღარ მივდივართ, მიუხედავად იმ პირობისა, რაც ჩვენ გვქონდა პარტნიორებისგან, ყრუ კედელია. არის აღიარება, რომ არის გაუმჭვირვალე, მაგრამ ამის იქით ვეღარ მივდივართ. რაც მთავარია, ეს გვეხება არა ჩვენ, არამედ ეს ეხება საზოგადოებას. საბოლოო ჯამში გამოდის, რომ არის ფონდები, რომლებიც თავისი დაფინანსებით ზეგავლენას ახდენენ საქართველოში პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე და ამას უმალავენ საზოგადოებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება