შალვა პაპუაშვილი - ტელევიზია „მთავარი“ არის პარტიული პროპაგანდის რუპორი და ინსტრუმენტი - გუშინ გვარამიამ თქვა კიდევაც, რომ მას აქვს ტელეპარტია „მთავარი არხის“ სახით

ტელევიზია „მთავარი“ არის პარტიული პროპაგანდის რუპორი და ინსტრუმენტი. გუშინ გვარამიამ თქვა კიდევაც, რომ მას აქვს ტელეპარტია „მთავარი არხის“ სახით - ტელეპარტიაც კი გიწოდათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს კანონმდებლობა ყოველდღე ირღვევა იმით, რომ სხვადასხვა ფონდის მხრიდან ქართული პარტიების ფარული დაფინანსება ხდება.

„ჩვენ ამოვდივართ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან. როდესაც ხდება პოლიტიკური ჯგუფების ფარული დაფინანსება, ამ დღეებში რომ იყო საუბარი „მთავარის“ დაფინანსებაზე, გრანტი მიიღო, როგორც ჩანს, თუ გრანტს იღებს ტელევიზია „მთავარი“. ტელევიზია „მთავარი“ არის პარტიული პროპაგანდის რუპორი და ინსტრუმენტი. ჩახედეთ, ვინ არიან აქციონერები და მიხვდებით. სხვათა შორის, გუშინ ბატონმა გვარამიამ თქვა კიდეც, რომ ტელეპარტია აქვს კიდევაც, „მთავარის“ სახით. ტელეპარტიაც კი უწოდა. რა თქმა უნდა, ასეთი დაფინანსება უცხოეთიდან გულისხმობს, რომ ეს დაფინანსება საბოლოო ჯამში მიემართება პარტიულ დაფინანსებაში, პარტიის ხელშეწყობაა. ასეთი რაღაცები რომ ხდება, წარმოგიდგენიათ, რომ ერთი ქვეყანა მეორეში აფინანსებდეს პარტიას? აკრძალულია ყველა ქვეყანაში საქართველოს კანონმდებლობა ყოველდღე ირღვევა იმით, რომ სხვადასხვა ფონდის მხრიდან ქართული პარტიების ფარული დაფინანსება ხდება. ეს დარღვევა უნდა აღმოიფხვრას და არ მგონია, კანონის უზენაესობის წინააღმდეგ იყოს ევროკავშირის რომელიმე პოლიტიკოსი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე