შალვა პაპუაშვილი ზურაბ ადეიშვილზე - როდესაც მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით კონფერენციაზე იწვევენ ადამიანს, რომელიც მართლმსაჯულების ანტიპოდია, ეს ფარისევლობის ნიშნებს შეიცავს - ევროკომისიამ იცოდა, ვის იწვევდა

ევროკომისიამ კარგად იცოდა, ვის იწვევდა ამ კონფერენციაზე. როდესაც იწვევენ კონფერენციაზე მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, ადამიანს, რომელიც არის ყველაფერი, გარდა მართლმსაჯულებისა, რომელიც არის ანტიპოდი მართლმსაჯულებისა, ეს არის ძალიან იმედგამაცრუებელი და შეიცავს ფარისევლობის ნიშნებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ზურაბ ადეიშვილის ჰააგაში გამართულ კონფერენციაზე მიწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „მძიმე სურათია, როდესაც ჰააგაში, რომელიც მართლმსაჯულების დედაქალაქად ითვლება, ადამიანებთან ერთად, რომლებიც მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის სფეროში მუშაობენ, ვხედავთ აღიარებულ კრიმინალს“.

„ძალიან მძიმეა ამ სურათის ნახვა, როდესაც ჰააგაში, რომელიც მართლმსაჯულების დედაქალაქად ითვლება, ადამიანებთან ერთად, რომლებიც მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის სფეროში მუშაობენ, ვხედავთ აღიარებულ კრიმინალს, რომელსაც 5 სხვადასხვა საქმეზე მისჯილი აქვს ჯამში 18 წელი, ადამიანი, რომელმაც შექმნა წამების სისტემა საქართველოში, ადამიანი, რომლის დანაშაულებიდანაც ყველაზე გამოსაყოფია ის, რომ კობა დავითაშვილი გაატაცებინა, აცემინა და ადამიანი ამ ცემის გამო ლამის სიკვდილამდე მიიყვანეს და ჯანმრთელობა იმდენად შეერყა, რომ გავლენა ჰქონდა ბოლომდე მისი ცხოვრების ხარისხზე. ეს ადამიანი არათუ თავისუფლად გადაადგილდება, მას ხელს ართმევენ და ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები. ეს არის სწორედ ის ფარისევლობა, რომელიც სამწუხაროა ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან. ბრიუსელში შეხვედრების შემდეგ, მე მგონი, ყველამ გაიგო საბოლოდ ვინ არის ზურაბ ადეიშვილი, მიუხედავად ამისა, ის აღმოჩნდა ამ კონფერენციაზე. აქ ხაზგასასმელია ერთი საკითხი, ეს კონფერენცია ორგანიზებულია ჰოლანდიისა და უკრაინის მთავრობების მიერ ევროკომისიასთან ერთად. ევროკომისია არის ამ კონფერენციის თანაორგანიზატორი, მათ შორის, მართლმსაჯულების საკითხზე ევროკომისარი იყო მთავარი ფიგურა ამ კონფერენციაზე და გახსნითი სიტყვაც თქვა მან ანუ ევროკომისიის მოწვევით იყვნენ იქ წარმოდგენილი ადამიანები. ევროკომისიამ კარგად იცოდა, ვის იწვევდა ამ კონფერენციაზე და დარწმუნებული ვარ, განსაკუთრებით უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე, მონაწილეთა სია კონტროლდება და უყურებენ ვინ არის მონაწილე. და როდესაც იქ ხედავენ ადამიანს, რომელიც არის აღიარებული კრიმინალი და ამ ადამიანს შემდეგ იწვევენ კონფერენციაზე მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, ადამიანს, რომელიც არის ყველაფერი გარდა მართლმსაჯულებისა, რომელიც არის ანტიპოდი მართლმსაჯულებისა, ეს არის ძალიან იმედგამაცრუებელი და შეიცავს ფარისევლობის ნიშნებს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს