მიხეილ სარჯველაძე იაპონიის ელჩ ჰიდეკი იშიძუკას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

მიხეილ სარჯველაძემ და ჰიდეკი იშიძუკამ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და სამინისტროს ერთობლივი პროექტები განიხილეს. მინისტრმა, იაპონიის ელჩს ის პროგრამები გააცნო, რომლებსაც უწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლების და ქვეყნის მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით ახორციელებს.

მიხეილ სარჯველაძემ და ჰიდეკი იშიძუკამ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებებით, სამომავლოდ, კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის, იაპონიასთან პარტნიორული ურთიერთობები, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროგრამა, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოში იაპონიის საელჩოს მესამე მდივანი ოტარო ივატარე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი