მიხეილ სარჯველაძე იაპონიის ელჩ ჰიდეკი იშიძუკას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„მიხეილ სარჯველაძემ და ჰიდეკი იშიძუკამ, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა (JICA) და სამინისტროს ერთობლივი პროექტები განიხილეს. მინისტრმა, იაპონიის ელჩს ის პროგრამები გააცნო, რომლებსაც უწყება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლების და ქვეყნის მოსახლეობის სოციალური დაცვის კუთხით ახორციელებს.

მიხეილ სარჯველაძემ და ჰიდეკი იშიძუკამ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებებით, სამომავლოდ, კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის, იაპონიასთან პარტნიორული ურთიერთობები, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის პროგრამა, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოში იაპონიის საელჩოს მესამე მდივანი ოტარო ივატარე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში