ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი - „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, ევროპული რეფორმებისკენ საქართველოს გზის საბოტაჟი მოახდინოს

„ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, ევროპული რეფორმებისკენ საქართველოს გზის საბოტაჟი მოახდინოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა განაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირად სცადა, რომ თავისი ქმედებების შემოწმებისგან თავი დაეცვა, მაგრამ სიმართლეს ვერ უარყოფენ. „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის, ევროპული რეფორმებისკენ საქართველოს გზის საბოტაჟი მოახდინოს“, - წერს მირიამ ლექსმანი X-ზე.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია