კახა კალაძე ადეიშვილზე - სამარცხვინოა, რომ კონკრეტული კრიმინალი ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში დადის - გამოდის, ევროპა კრიმინალების ერთგვარ თავშესაფრად იქცა

სამარცხვინოა, რომ კონკრეტული კრიმინალი ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში დადის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ იუსტიციის ყოფილ მინისტრ, ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ევროპა ერთგვარ თავშესაფრად იქცა კრიმინალების“.

„ეს არის სამარცხვინო, რომ კონკრეტული კრიმინალი დადის ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციაში. ეს არის უმძიმესი თემა, რადგან ის არის ადამიანი, რომელსაც უმძიმესი დანაშაული აქვს ჩადენილი კანონის და ხალხის წინაშე. გამოდის, ევროპა კრიმინალების ერთგვარ თავშესაფრად იქცა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყანა და ხალხი პატივისცემას იმსახურებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება