თინა ბოკუჩავა - უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფს ქალებს პარლამენტარად წოდებული ბექა ოდიშარია - ასეთი განცხადების გამო, უმრავლესობა მას მანდატს უნდა ატოვებინებდეს

რეალურად, ასეთი განცხადების გამო, უმრავლესობა უნდა ატოვებინებდეს მანდატს ოდიშარიას, მაგრამ, როდესაც ქალებს თავად ებრძვიან, კარგად ვიცით, რომ ეს არ მოხდება , - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა უმრავლესობის დეპუტატის, ბექა ოდიშარიას შეურაცხმყოფელ რეპლიკას ქალების მისამართით.

ბოკუჩავას თქმით, დღეს, როდესაც ქალთა კვოტირება გააუქმეს პარლამენტში, "ივანიშვილის პარტიამ" კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ებრძვის ქალებს და ცდილობს, განდევნოს ქალები პარლამენტიდან, პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან და ქვეყნიდან.

“დღეს, როდესაც ქალთა კვოტირება გააუქმეს პარლამენტში, ივანიშვილის პარტიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ებრძვის ქალებს და ცდილობს, რომ განდევნოს ქალები პარლამენტიდან, პოლიტიკიდან, ეკონომიკიდან და ქვეყნიდან, იმიტომ, რომ იძულებით ემიგრაციაში მყოფთა 70% სწორედ ქალია, ამ ფონზე უშვერი სიტყვებით, შეურაცხყოფს ქალებს პარლამენტარად წოდებული, ბექა ოდიშარია და მაკა ბოჭორიშვილის, ქალი პარლამენტარის, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლის პასუხი არის - შემწყნარებლობა და მიმღებლობა ბექა ოდიშარიას ამ კომენტარის მიმართ.

ეთიკის საბჭო სრულიად უმოქმედოა. არაფერს აკეთებს, არსებობს მხოლოდ ფურცელზე. რეალურად, ასეთი განცხადების გამო, უმრავლესობა უნდა ატოვებინებდეს მანდატს ოდიშარიას. მაგრამ, როდესაც ქალებს თავად ებრძვიან, კარგად ვიცით, რომ ეს არ მოხდება”, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს