დავით მათიკაშვილი - ე.წ პრეზიდენტს სრულიად სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა - მას არ აინტერესებს ქვეყნის ინტერესები, მისთვის მთავარია საკუთარი პატრონების წინაშე ვალი მოიხადოს და მათთვის მაამებელი განცხადებები გააკეთოს

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი დღევანდელი გამოსვლა, სამარცხვინო იყო.

მათიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია საკუთარი ხალხის და ერის ინტერესებს აღარ გამოხატავს.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, “ქვეყნის ძალიან დიდი ბრძოლით, 9 აპრილით, მანიპულირება, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა, არის სალომე ზურაბიშვილის და კოლექტიური “ნაცმოძრაობის” სტილი.”

“სრულიად სამარცხვინო გამოსვლა ჰქონდა დღეს საქართველოს ე.წ პრეზიდენტს. ის დიდი ხანია საკუთარი ხალხის და ერის ინტერესებს აღარ გამოხატავს. მას შემდეგ, რაც პირველ რიგში, კონსტიტუცია უტიფრად დაარღვია, რომელზე ხელის დადებითაც მან ფიცი დადო ქვეყნის წინაშე. ეს იყო ანტიეროვნული, ანტიევროპული, ანტიქართული გამოსვლა. სალომე ზურაბიშვილისგან, სამწუხაროდ, ჩვენ მეტს არაფერს ველოდებით. მას არ აინტერესებს ქვეყნის ინტერესები, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა. მისთვის მთავარია საკუთარი პატრონების წინაშე ვალი მოიხადოს და მათთვის მაამებელი განცხადებები გააკეთოს. მანიპულირება 9 აპრილით, ქვეყნის ძალიან დიდი ბრძოლით, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუტანა, არის სალომე ზურაბიშვილის და კოლექტიური “ნაცმოძრაობის” სტილი. ისე, რომ კარგად ჩაჯდა ზურაბიშვილი ამ სტილში. ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ სამწუხაროდ, ქვეყანას დღეს ჰყავს არა ის პრეზიდენტი, რომელსაც საზოგადოება ენდობა და ხმა მისცა, არამედ პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარედან სულდგმულობს იმ ენერგიით, რომელიც საქართველოში მას ნამდვილად აღარ ეკუთვნის”, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ “ქართული ოცნებისთვის” “მისალოცია” ე.წ რუსული კანონის 31 მარტიდან 9 აპრილამდე თარიღში დამთხვევა.

„რუსული კანონის“, ინიცირება იმ კვირას, რომელიც მიდის 31 მარტიდან 9 აპრილამდე, რომელიც საქართველოს უახლოესი ისტორიისთვის არის, ალბათ, ყველაზე დატვირთული ეროვნული სულისკვეთებით, მაგრამ ეს ხომ თქვენ არ გაგაჩნიათ - არც ეროვნული და არც ევროპული”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს