დავით ხაჯიშვილი - 2023 წელს 4 მილიარდზე მეტი გადმოირიცხა დიასპორიდან  საქართველოში -  ეს ხალხი ინახავს ჩვენს ქვეყანას და გეკითხებით, რას აკეთებთ იმისთვის, რომ მათ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ

2023 წელს 4 მილიარდზე მეტი გადმოირიცხა დიასპორიდან საქართველოში - ეს ხალხი რეალურად ინახავს ჩვენს ქვეყანას. როგორც ვიცე-პრემიერს ისე გეკითხებით, რას აკეთებთ იმისთვის, რომ ამ ხალხმა, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, გაუადვილოთ მათ ეს პროცესი და რატომ არ უფრთხილდებით ჩვენს მთავარ საერთაშორისო ინვესტორებს?, - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით ხაჯიშვილმა, პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს.

ხაჯიშვილმა მინისტრს მიმართა კითხვით, თუ რატომ არ უფრთხილდება ხელისუფლება მთავარ საერთაშორისო ინვესტორებს.

„ბატონო ლევან, თქვენ ისაუბრეთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და 2023 წელს 24%-ით შემცირდა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში.

„სამწუხაროდ, ომის პირობებში, რომელიც უკრაინაშია, ბევრმა უცხოურმა საერთაშორისო კომპანიამ დატოვა რუსეთი და წავიდა მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არის - სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, თურქეთი და სხვა. სამწუხაროდ, არც ერთი კომპანია არ წამოვიდა საქართველოში, არც ერთი საერთაშორისო კომპანია.

როდესაც ჩვენ გვაქვს პრივილეგია მათთან შედარებით, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, გვაქვს უვიზო მიმოსვლა, ჩვენ ვართ კანდიდატი ქვეყანა - ეს პრივილეგიებიც ვერ გამოვიყენეთ, ვერ ჩამოვიყვანეთ, ვერ დავარწმუნეთ საერთაშორისო ინვესტორები, რომ ჩამოსულიყვნენ საქართველოში, ჩაედოთ აქ ფული, შექმნილიყო მეტი მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილი. ეს შანსი ვერ გამოვიყენეთ! რატომ? - ეს არის კითხვა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს სახარბიელო საინვესტიციო კლიმატი საქართველოში და ივანიშვილის მმართველობის პირობებში, ჩვენთან დიდი ინვესტორი არ ჩამოვა.

ასევე, თქვენ იცით, რომ ჩვენი მთავარი საერთაშორისო ინვესტორი არის დიასპორა. 2023 წელს, 4 მილიარდზე მეტი გადმოირიცხა დიასპორიდან საქართველოში - ეს ხალხი რეალურად ინახავს ჩვენს ქვეყანას. როგორც ვიცე-პრემიერს ისე გეკითხებით, რას აკეთებთ იმისთვის, რომ ამ ხალხმა, ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, გაუადვილოთ მათ ეს პროცესი და რატომ არ უფრთხილდებით ჩვენს მთავარ საერთაშორისო ინვესტორებს?“ , - განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია