პაატა მანჯგალაძე ლევან დავითაშვილს - რატომ წავიდა ქვეყნიდან საქართველოს 800 000 მოქალაქე? თუ ყველაფერი კარგად არის, რატომ ცდილობს საქართველოს მოქალაქე, მძიმე პირობებში, მექსიკიდან აშშ-ში, საქართველოში არსებულ ვითარებას თავი დააღწიოს?

რატომ წავიდა ქვეყნიდან საქართველოს 800 000 მოქალაქე? თუ ყველაფერი კარგად არის, რატომ წავიდა ქვეყნიდან საქართველოს 800 000 მოქალაქე? თუ ყველაფერი კარგად არის, რატომ ცდილობს საქართველოს მოქალაქე, მძიმე პირობებში, მექსიკიდან აშშ-ში, საქართველოში არსებულ ვითარებას თავი დააღწიოს? - ამ კითხვით მიმართა „სტრატეგია-აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მიწვეულ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონი არსებობს და მოქალაქეები საქართველოში არსებული ვითარების თავიდან დასაღწევად, იძულებულები არიან ემიგრაციაში წავიდნენ.

„როგორ ახსნით, რატომ წავიდა ქვეყნიდან საქართველოს 800 000 მოქალაქე? თუ ყველაფერი კარგად არის, რატომ ცდილობს საქართველოს მოქალაქე, ძალიან მძიმე პირობებში, მექსიკიდან დააღწიოს თავი საქართველოში არსებულ ვითარებას? ეს არ არის კარგი ცხოვრებით, ეს არის იმისთვის, რომ ძალიან უჭირთ და ემიგრანტებმა ოჯახები შეინახონ.

მეორე საკითხი დასაქმებაა. 300-ლარიანი ხელფასი 63 000 ადამიანს აქვს და თუ თვლით, რომ ამ ხელფასით ადამიანს შეუძლია ოჯახის შენახვა. 300-დან 600-ლარამდე ხელფასი 97 000 ადამიანს აქვს, თუნდაც ეს ხელფასი არის თუ არა საკმარისი ოჯახის შესანახად? თქვენ თუ გეყოფათ ეს ხელფასი?“, - განაცხადა „სტრატეგია-აღმაშენებლის“ დეპუტატმა.

პაატა მანჯგალაძემ სურსათზე გაზრდილ ფასებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში პროდუქტების ფასი შედარებით დაბალია, მაშინ, როდესაც სომხეთს სურსათის დიდი ნაწილი საქართველოს გავლით მიეწოდება.

„რატომ არის სურსათის ფასი საქართველოში, რეგიონის მასშტაბით ძვირი, მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანთან შედარებით. რატომ არის საქართველოში ფასები უფრო ძვირი, ვიდრე სომხეთში, როცა სომხეთს ძირითადი სასურსათო მარაგი საქართველოს გავლით მიეწოდება?“, - მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეკონომიკის მინისტრს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია