ლევან ქარუმიძე - ანგარიშები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა, არ შეიცავს დონორის ვინაობას, სახსრების მიზანსა და იმას, თუ სად იხარჯება ეს სახსრები - ეს არის დედამიწაზე ყველაზე გამჭვირვალე სექტორი?

ანგარიშები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა, არ შეიცავს დონორის ვინაობას, სახსრების მიზანსა და იმას, თუ სად იხარჯება ეს სახსრები. ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან ქარუმიძე “ტვიტერში” წერს.

“არა, ნამდვილად არა. ანგარიშები, რომლებიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა შეიცავს მხოლოდ მიღებული სახსრების ოდენობას (საგადასახადო მიზნებისთვის), ისინი არ შეიცავს დონორის ვინაობას, სახსრების მიზანსა და იმას, თუ სად იხარჯება ეს სახსრები. ამას დედამიწაზე ყველაზე გამჭვირვალე სექტორს ეძახი?” - წერს ქარუმიძე.

ქარუმიძე ეხმაურება სოციალურ ქსელში დასტინ გილბრესის „ტვიტს“, რომელშიც ნათქვამია, რომ “საქართველოს, ბიუჯეტისა და დაფინანსების მხრივ დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე არასამთავრობო სექტორი აქვს.

„სადაა ამის [კანონის] საჭიროება? მთელი უცხოური დახმარება ისედაც აღრიცხულია იუსტიციის სამინისტროში და ანალიტიკური ცენტრები ფინანსურად უფრო გამჭვირვალეები არიან, ვიდრე სადმე სხვაგან დედამიწაზე (ზუსტად, ნახე Transparify-ის ანგარიში)”, - წერს გილბრესი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს