ვიოლა ფონ კრამონი შალვა პაპუაშვილზე - ეს არის ადამიანი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას ჰყავდა დასაქმებული - სირცხვილი

შალვა პაპუაშვილი არის ადამიანი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობის პროექტებზე - სირცხვილი, - ასე პასუხობს “ტვიტერის” პირად გვერდზე ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ ის მიკროფონებს გაუთიშავს პარლამენტარებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს “რუსულ კანონად” მოიხსენიებენ.

“ეს [შალვა პაპუაშვილი] არის ადამიანი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) ჰყავდა დასაქმებული საქართველოში კანონის უზენაესობის პროექტებზე.

როგორ შეიძლება დასავლური დონორები ასე იყვნენ შეცდომაში შეყვანილი ისეთი ადამიანების დასაქმებით, რომლებიც კანონის უზენაესობის პატივისცემის ნაცვლად ყველაფერს აკეთებენ, პარლამენტში დეპუტატების უფლებებს არღვევენ და რუსულ ინტერესებს ატარებენ? სირცხვილი!”, - წერს ფონ კრამონი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება