შალვა პაპუაშვილი - შარშან უცხოელი აქტორი იყო, ვინც პირველად ახსენა ტერმინი „რუსული კანონი“ - ყველა, ვინც ავლებს პარალელს, ან წაკითხული არ აქვს, ან არაკეთილსინდისიერია, რადგან რუსეთთან რაიმე სახის შედარება, არის წმინდა ტყუილი

ვინც ავლებს პარალელს რუსულ კანონთან, ან წაკითხული არ აქვს არც ერთი და არც მეორე, ან არაკეთილსინდისიერია, იმიტომ, რომ რუსეთთან რაიმე სახის შედარება, ეს არის წმინდა ტყუილი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, შარშან „აგენტების შესახებ კანონის“ ინიცირებისას ქართულ საზოგადოებაზე დეზინფორმაციული შტურმი მოეწყო.

მისივე განცხადებით, უცხოელი აქტორი, ვინც აღნიშნული კანონი პირველად მოიხსენია „რუსულ კანონად“ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კელი დეგნანი იყო.

„შარშან რაც მოხდა, ეს იყო დეზინფორმაციული შტურმი ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც დისკუსია მთლიანად ჩაახშეს დეზინფორმაციული შტურმით და გარკვეული ხმაურით ამასთან დაკავშირებით. შინაარსში არც კი შემოვიდნენ, ვინმემ რამე შინაარსობრივი არგუმენტი საერთოდ თქვა გარდა [ტერმინი რუსული კანონის] დაბრენდვისა?

სხვათაშორის შარშან ერთ-ერთი უცხოელი აქტორი იყო ამის ინიციატორი, ვინც პირველად ახსენა ტერმინი „რუსული კანონი და რუსული სტილის კანონი“ და აქედან წამოვიდა მთელი ეს ტყუილის კასკადი, როდესაც ამერიკულ კანონს დაარქვეს რუსული კანონი.

ყველა, ვინც ავლებს პარალელს[რუსულ კანონთან], ან წაკითხული არ აქვს არც ერთი და არც მეორე კანონი, ან არაკეთილსინდისიერია იმიტომ, რომ რუსეთთან რაიმე სახის შედარება, ეს არის წმინდა ტყუილი. შარშან იყო დეზინფორმაციული შტურმი და მთლიანი ჩახშობა დისკუსიისა, ამის შემდეგ საზოგადოებამ ბევრი რამე გაიგო. მათ შორის „დროას“ დაფინანსების შესახებ, ასევე, მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანია, რომელსაც „სირცხვილია“ აწარმოებდა, აფინანსებდა ევროპის დემოკრატიის ფონდი და ეროვნული დემოკრატიული ფონდი. ისინი აფინანსებდნენ მოლოტოვის კოქტეილის რომანტიზების კამპანიას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია